ტიერი მარიანი: ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში საქმე გვაქვს ორპირობასთან.
„ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ქცევა ნამდვილი პარადოქსია, მე პატივს ვცემ ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს, ამავე დროს ევროკავშირის წამყვან პოზიციებზე ბალტიელებს ვხედავთ, იქნება ეს ესტონელი კაია კალასი თუ ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი და სრული მილიტარიზაციის მომხრე ფიგურა, რომელიც ლიეტუვიდანაა. მესმის რომ, მათ სახელმწიფოებს რუსეთთან რთული ისტორია აკავშირებთ, მაგრამ ასევე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა გარშემო ყველა სიგიჟეში გახვიონ. ამ ეტაპზე ევროკავშირი მშვიდობის დამყარებას უნდა ლამობდეს, სინამდვილეში კი პირიქით არის, ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ტიერი მარიანიმ ასევე ისაუბრა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს მიმართ ზეწოლაზე, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.
„2022 წლის ივლისში, საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო დელეგაციის წევრის რანგში ვიმყოფებოდი, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას, მე კარგად მახსოვს, როგორ მოითხოვდა ჩვენი დელეგაციის რამდენიმე წევრი დაჟინებით, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციები დაეწესებინა, რომ საქართველოს მხარი დაეჭირა რუსეთის ეკონომიკის დანგრევის მცდელობისთვის. მე მკაფიოდ დამამახსოვრა ქართველთა პასუხი, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განსხვავებულია პორტუგალიის ან ესპანეთის ადგილმდებარეობისგან და მე ვეთანხმები ამ მიდგომას. გვახსოვს 2008 წელს თავს რომ დაგესხნენ, რა მოხდა, თქვენს დასახმარებლად არცერთი ევროპელი მოსულა, რუსეთს მაშინ სანქციებიც კი არ დავუწესეთ“, - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, თუ როგორ მარაგდება რუსული ჩრდილოვანი ფლოტი მილიარდობით დოლარის ნავთობით ბალტიის ზღვის გავლით, სანქციების გვერდის ავლით.
1762597396
საზოგადოებაპატრიარქი: მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრი...
1762595668
საზოგადოებათურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსი დაათვალიერა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თურქეთის...
1762594247
საზოგადოებასოზარ სუბარი: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებაზე უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს...
1762592868
საზოგადოებაცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებსა და ფერმებს რეგულარულად აკონტროლებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოვე...
1762591079
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურის განმა...


























