ტრამპი მოსკოვს სანქციებს ჰპირდება, თუ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების გასაფორმებლად მზად არის. მაგრამ, ტრამპის თქმით, თუ მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, მისის ადმინისტრაცია მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. ინფორმაციას foxnews ავრცელებს.
„მართალი რომ გითხრათ, დიახ, მე დავაწესებ სანქციებს, თუ ამ შეთანხმებას ვერ გავაფორმებთ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში. „ეს იქნება დამანგრეველი რუსეთისთვის, მათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვთ, ხოლო ნავთობის ფასი დაბალია და კიდე დაეცემა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის კომენტარი იმ ფონზე გაისმა, როდესაც სტამბოლში 16 მაისს გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება ფაქტობრივად ჩაიშალა. რუსეთმა კვლავ მასშტაბური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის დაფიქსირება, მოსკოვის მხრიდან სამხედრო რეპარაციებზე უარი, რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის და ოთხი რეგიონის აღიარება. ამ ოთხი რეგიონიდან რუსეთი არც ერთს მთლიანად არ აკონტროლებს.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის და ის ფაქტობრივად მოლაპარაკებაში ჩართული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მას არ ესწრებოდა.
„ვფიქრობ, რომ პუტინი ამისგან დაიღალა. ის კარგად არ გამოიყურება და სურს, რომ კარგად გამოიყურებოდეს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ევროპის ლიდერებმა, რომლებიც ვაშინგტონთან კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა კრემლზე ზეწოლა მოახდინონ, რუსეთის პოზიციით უკმაყოფილება გამოხატეს და ტრამპის მიერ „განსხვავებული სიგნალების“ მიწოდება გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში 30-დღიანი ზავის შესახებ ევროპის და აშშ-ის პოზიცია ერთიანია, ტრამპი ამ დრომდე საუბრობს მისი და პუტინის შეხვედრის აუცილებლობაზე და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამ დრომდე არ აწესებს.
1747484875
ახალი ამბებიპრემიერი - დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, დღეს არის ერთიანობის ზეიმი
„დღეს არის ერთიანობის ზეიმი დასაზოგადოება გაერთიანებულიასიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების,პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არისძალიან მნიშვნელოვანი ჩვენიქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოსპრემ...
1747484714
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. „ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდ...
1747481396
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ოჯახის სიწმინდის დღეზე: როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები - გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია
„აი ეს არის ნამდვილი, ქვეყნის მოყვარული ხალხი, რომელიც უპირობო მხარდამჭერია იმ პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება," რომელსაც უნდა მშვიდობა და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა“, - წერს ექსპ...
1747480371
ახალი ამბებიმეუფე შიო: თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ვილოცოთ და ვიზრუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახ...
1747479486
ახალი ამბებიცოტნე ივანიშვილი: გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს - მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ტრადიციები, პატივი ჩვენს მშობლებს
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იმყოფება. „გილოცავთ თქვენ და სრ...