ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს

ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან. სატელეფონო საუბარი დაახლოებით 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმა, ასევე სხვადასხვა თავდასხმა, რომელიც ორივე მხრიდან ხდებოდა. ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მკაცრად განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლოდროინდელ თავდასხმაზე რეაგირება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ირანი და ის ფაქტი, რომ ირანის გადაწყვეტილებისთვის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დრო იწურება, რომელიც სწრაფად უნდა იყოს მიღებული! პრეზიდენტ პუტინს განვუცხადე, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ამაზე, ვფიქრობ, შევთანხმდით. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ირანთან დისკუსიებში და შესაძლოა, დახმარება გასწიოს ამ საკითხის სწრაფად დასრულებაში. ჩემი აზრით, ირანი აჭიანურებს გადაწყვეტილებას ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ძალიან მალე დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!“ - დასძინა მან.
1749151128
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე
განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1749148062
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ ის არის მთავარი პიროვნება მსოფლიოში, რომელსაც ნამდვილად შეუძლია უკრაინაში ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლით
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის „მთავარი პიროვნება“, რომელსაც შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება რუსეთზე ზეწოლის გზით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმ...
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...