გიორგი გაბუნია: აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა

აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, რითაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-კოლაჟს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს საზღვართან და ეპატიჟებოდა საქართველოში.

„აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და როდესაც ქვეყანამ უზარმაზარი ზიანი მიიღო, როგორც ეკონომიკური, პირველ რიგში მორალური ზიანი, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი „პროდასავლელია“ - ამ სათაურით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ვიდეო-კოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც ასახულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და წევრების კავშირები და ინტერესები რუსეთთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765804294

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1765803583

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ

„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...

დავით მათიკაშვილი

1765801157

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)...

 მოძრაობა აკრძალულია

1765799320

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელში X გმობს. „საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე...

მიხეილ ყაველაშვილი

1765794634

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ფარსია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან

„ნაციონალური მოძრაობა“ არის სრული ფარსი. ფარსია ის, რომ ის პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა...

ნინო წილოსანი