4 და 7 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

4 და 7 სექტემბერს საქართველო-თურქეთისა და საქართველო-ბულგარეთის ნაკრებებს შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება, რის გამოც, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა ორივე დღეს, 10:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოქმედებს, რა დროსაც, მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე, აკაკი წერეთლის გამზირზე.

„გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.

შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793170811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...

შალვა პაპუაშვილი

1793169315

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...

დავით სონღულაშვილი

1793167496

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...

თორნიკე ჭეიშვილი

1793166105

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...

მიხეილ სარჯველაძე

1793163690

ახალი ამბები

გია ვოლსკი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს

„არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქს...

გია ვოლსკი