ირაკლი კობახიძე - ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა
„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ანწუხელიძე არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა.
„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის. მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა. სამარცხვინო სიტყვები თქვა, მან თქვა, რომ სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ. დროშაზე იყო საუბარი და სააკაშვილმა, ამ სამარცხვინო ბინძურმა უცხოელმა აგენტმა თავის თავზე მიიწერა. ანწუხელიძე რა თქმა უნდა, არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა. რატომ გინდათ, რომ ანწუხელიძის გმირობა გამოიყენოთ თქვენი პარტიის ლიდერის ჩადენილი ღალატის გადასაფარად. ვერ გადაფარავთ, იმიტომ, რომ ანწუხელიძის გმირობა არის გმირობა საკუთარი სამშობლოსთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
1786175998
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას
„18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას“, - ამის შესახებ საქა...
1786174722
ახალი ამბებირეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…
მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფე...
1786173218
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულე...
1786172211
მსოფლიოკიევის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს, ღამით, კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ბროვარის რაიონში სამ ადგილას სახლები დაინგრა. დაღუპულია სამ...
1786171260
ახალი ამბებისახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერ...






























