მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია.
„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბრიუსელიდან მომდინარე კრიტიკა არის ყოველგვარ შინაარსს მოკლებული. ამ კრიტიკას დღეს რაც გვესმის, აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის:
„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს. ჩვენ ორივე მხარეს გვჭირდება ერთმანეთი, იმისთვის რომ ევროპამ შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და ევროპის ინტერესებში - ამ შემთხვევაში მე საქართველოს ინტერესებსაც ვგულისხმობ - ღრმად მჯერა, რომ ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ურთიერთობების ჯანსაღ ფორმაში წარმართვა“.
„ბრიუსელის მხრიდან არ არის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები სხვადასხვაა წევრ ქვეყნებში. ბევრი ქვეყნის ხელისუფლებაც აცნობიერებს, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება უსამართლო იყო და ეს არც ევროპის ინტერესებშია. თუმცა ის ბიუროკრატია, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ხშირად პირიქით აზიანებს ურთიერთობებს საკუთარი განცხადებებით და მოქმედებებით“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა ფოკუსირებულია ქვეყნის განვითარებაზე და მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე:
„საქართველოს შეუძლია იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნაზე, რაც იქნება თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელიც მოსწონს ჩვენს მოქალაქეებს. ეს პროცესი საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს სხვადასხვა ქვეყნებისთვის და ურთიერთობებისთვის, საკუთარი შესაძლებლობები კი უკეთ გამოვიყენოთ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სატრანზიტო ფუნქციაზე საუბრისას ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისა და ევროპისთვისაც სტრატეგიული საკითხია:
„როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, არასერიოზულია შემდეგ ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან. ელემენტარულია, რომ შევხედოთ რუკას და მივხვდეთ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან ურთიერთობებს და შავ ზღვაზე თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის“.
მინისტრი აღნიშნავს, რომ გლობალური ცვლილებების ფონზე ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობებზე უფრო პრაგმატული მიდგომა მოუწევს
„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ გლობალური ცვლილებებისა და ურთიერთობების განვითარების პირობებში ევროკავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთან ურთიერთობები და ბევრად უფრო პრაგმატული მიდგომით მოუწევს ევროკავშირს შეხედოს და გადახედოს ამ ურთიერთობებს“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...
1770222741
მსოფლიოლატვიის პრემიერი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე: ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ საჭირო გახდება, მზად ვარ წავიდე
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად. „ვფიქრობ, დიპლომატია აუცილებელია. საუბა...































