მამუკა მდინარაძე: ჩვენ, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, უზრუნველვყოფთ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს
„ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? გარედან დავალებებს რომ არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით რომ წყდება. ჩვენ, ხელისუფლებას ზოგადად, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული მოსწონს და უზრუნველყოფს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა იმ ფაქტობრივ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ რევოლუციურ ზრახვებს ადასტურებს. მამუკა მდინარაძის თქმით, მანამდე ახალგაზრდებს არწმუნებდნენ და მათ ატრენინგებდნენ, რომ ერთისთვის ტერორისტი შეიძლება ვიღაცისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ყოფილიყო.
„ძალიან კარგად იცით, როგორ იღებენ დავალებებს, როგორ ფინანსდებიან, გარედან რა გზებით შემოაქვთ თანხები. კანვასის და აკერმანის ტრენინგები ვახსენე და ახალგაზრდებისთვის უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ შეიძლება ერთისთვის ტერორისტი ვიღაცისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყოსო, ამაში ატრენინგებდნენ, სროლას ასწავლიდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ ვერ ხედავთ ფაქტებს, რომლის ფონზეც შეიძლება ძალადობრივი რევოლუციური ზრახვები ყოფილიყო? ფაქტებს რაც შეეხება - „იმედის“ და სხვა ტელევიზიების ეთერში გავიდა ვიდეომტკიცებულება, არც თვითონ აპროტესტებს, არც მისი ადვოკატი და ამ ვიდეოს მიხედვით, ვინმე ჭულუხაძე ადასტურებს, რომ დავალება აქვს მიღებული და გადასცემს ამ დავალების შინაარსს, რომ - რაც თქვენ გინდოდათ, არ ინერვიულოთ არაფერზეო. საუბრობს იარაღების შესახებ, რომელიც 4 ოქტომბრისთვის იყო გამზადებული. უეჭველ ინფორმაციას გაწვდით, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივი მოცემულობის სახით, რომ იქ იარაღები ნამდვილად იყო. შამახიას სახლის ჩხრეკისას ნამდვილად აღმოჩნდა სიმ-ბარათები, რაც მოგიყევით. მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები ეყრდნობა ასეთ ფაქტობრივ მოცემულობასა და ლოგიკურ განაჩენს. კიდევ ერთი ფაქტობრივი მოცემულობა - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ის ადამიანი, რომლის ვიდეომტკიცებულებაც გამოქვეყნდა, ამავდროულად დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“, ჭულუხაძე რომ დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“, ყველამ დაადასტურა, უკრაინაში იმალება დღემდე, 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობასთან იგივე ადამიანია, ესეც ფაქტია. მათ შორის, წინა წელს, გავრცელებული იყო ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეშიც იყო ერთ-ერთი ფიგურანტი და მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ამ ადამიანს ბრალი ვერ წარუდგინეს. ფიგურანტი იყო, როგორც მინიმუმ რაღაცის საქმის კურსში იყო“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
1781370089
ახალი ამბებიილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან თეთრ სახლში გასამართი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამმსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 15 ივნისს თოფურია UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შოუს მთავარი მონაწილეა - თეთრ სახლში, აშ...
1781367546
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა
რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა, - განაცხადა გადაცემაში „დ...
1781364213
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები
„სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...
1781362508
ახალი ამბებისტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...
1781359489
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს
ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...






























