მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და საქართველო-უნგრეთის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უნგრეთის მტკიცე და მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი, ასევე, საქართველოს ეროვნული ინტერესების პატივისცემა ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი დასტურია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევასა და მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიტანეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
1751649326
საზოგადოებაგიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...
1751648299
საზოგადოებათემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...
1751646701
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...
1751643892
საზოგადოება„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....
1751643071
საზოგადოებაავარია ხაშურის გასასვლელთან - დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ხაშურის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებ...