შალვა პაპუაშვილი: დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა

„ბიბისიმ“ წინასაარჩევნოდ მოამზადა სიუჟეტი, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის სარჩელი აჩვენებს ფალსიფიკაციის იმ დონეს, რაზეც მიდის „ბიბისი“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ეს აჩვენებს ფალსიფიკაციის იმ დონეს, რაზეც მიდის „ბიბისი“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა, ამ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ. იცით, რომ წინასაარჩევნოდ იყო სიუჟეტი მომზადებული, რათა დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ.

კიდევ ერთხელ დასტურდება, ის ზღაპარი, რასაც ჩვენ გვიყვებიან მედიასტანდარტებზე, რომელიც თითქოს არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში და რასაც ჩვენ პირიქით ვხედავდით ბევრ მაგალითზე, არის აბსოლუტურად ერთი ხელით მართული პროპაგანდისტული მანქანა, სხვადასხვა ქვეყანაში ერთი კონგლომერაციული გაერთიანებებით იმართება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება და ამყარებს, მათ შორის, ჩვენს პრეტენზიას „ბიბისის“ წინააღმდეგ.

თუ არ ვცდები, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10-მილიარდიანი სარჩელი შეაქვს „ბიბისის“ წინააღმდეგ. იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე, იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ. იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების და ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რათა „ბიბისის“ ფალსიფიკაცია ვამხილოთ.

კიდევ ერთხელ დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის, ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა „ბიბისი“.

იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს. რა თქმა უნდა მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის სავარაუდოდ საჭირო იქნება ბრიტანეთში იქაური იურიდიული დახმარების გამოყენება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანი არის. ასე რომ, შევხედოთ, სამართლებრივად ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765891900

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ უსამართლო ომის შედეგად

უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1765891476

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით

სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება [რუსეთისთვის] ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს...

გიორგი ვოლსკი

1765890814

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი

1765890407

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 10კმ-ში, სოფელ ჭერემთან...

აა

1765888585

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფ...

გივი მიქანაძე