შალვა პაპუაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები
საქართველოში, უპირველესად ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ქართველი ხალხის ინტერესები. ნიკა გვარამიას მხრიდან ასეთი ფორმულირება და საკუთარი ქვეყნის მიმართ მიდგომა აჩვენებს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „კრიტიკა ისმის ხოლმე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ასევე აშშ-თან ურთიერთობასთან დაკავშირებით ვნახეთ ნიკა გვარამიას მიერ შეკვეთილი სტატია, სადაც საუბარია, რომ საქართველოში ამერიკის ინტერესები დაცული არ არის და ვაშინგტონმა არ უნდა მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზაცია. რას მიანიშნებს თქვენთვის ასეთი განცხადებები და სტატიები?“
პაპუაშვილის თქმით, პირველ რიგში, საქართველო უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად.
„რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ საქართველო ვისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს თუ არ მოქმედებს? პირველ რიგში, საქართველო უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
ვინმეს თუ სხვა უნდა, მაშინ ხელისუფლებაში უნდა მოიყვანონ „ნაცები“ და მოემსახურებიან არა ქართველი ხალხის, არამედ სხვა ხალხების ინტერესებს. ვიდრე „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები. ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა. ეს არის, როგორც ჩვენ გვესახება და როგორც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციისგან ვიღებთ სიგნალებს.
როგორ ყალიბდება ალიანსები, რომ ყველა ქვეყანა, უპირველესად ყოვლისა, აცხადებს, რომ ჯერ არის საკუთარი ეროვნული ინტერესი და შემდეგ ორი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით ეძებს, სად არის საერთო ინტერესები.
ეს არის ზუსტად ის, რასაც საქართველო სთავაზობს ყველა ქვეყანას ურთიერთობაში და არა დაქვემდებარებას, გამოკითხვას, ვის რა უნდა საქართველოსგან და შემდეგ სხვებისთვის საკუთარი ქვეყნის, ქვეყნის ინტერესების მენიუსავით შეთავაზებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1781287230
მსოფლიოპაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს - ვმუშაობთ მის დასრულებაზე
აშშ-მ და ირანმა „სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ ტექსტს“ მიაღწიეს, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა. „პაკისტანი, რომელიც ორივე მხარეს შორის მოლაპარ...
1781282995
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელ...
1781281030
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ნატოს ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება შეუძლებელია
ნატოს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განა...
1781278228
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად
„ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად“, - ამის შესახებ ევროპასთან...
1781276801
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ფაქტობრივად ყველა ის ძირითადი ქვეყანა, რომელიც მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება შეიტანოს დისონანსი აშშ-...































