სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ომში გარდაცვალებამ.
სუბარმა აღნიშნა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება:
„განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ დღემდე არ არის აღსრულებული ქვეყნის უმთავრესი მიზანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არაა დაღვრილი და დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“, - განაცხადა სუბარმა.
მან თქვა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, შეძლებს საქართველოში მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
„18 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული ომიდან და დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც ჩვენი გმირების, ჩვენი სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილმა გამოიწვია. განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ დღემდე არ არის აღსრულებული ქვეყნის უმთავრესი მიზანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არაა დაღვრილი და დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1786179166
ახალი ამბებიპრემიერი: ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სუსში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი
„ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუსში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებ...
1786177954
ახალი ამბებიდავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ომში დაღუპული კაპრალის ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეა...
1786177747
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
„ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას“,...
1786177246
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
„ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...
1786176614
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი
„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმ...





























