თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად, საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართულება ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა როგორც ავიაციის, ისევე ტურიზმის მიმართულებით. გამოვყოფდი საბერძნეთის მიმართულებას, სადაც წინა წელს მოვემსახურეთ დაახლოებით 300 000-მდე მგზავრს და გვქონდა დაახლოებით 30%-იანი მატება“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ევროპის მიმართულებებზე მგზავრთნაკადის სტატისტიკა გაზრდილია და ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპის, ასევე ევროკავშირის მიმართულებები. აქაც 16%-იანი მატება გვქონდა და დაახლოებით ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. ჩვენთვის ბაზრების დივერსიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ისეთი სტრატეგიული მიმართულებებიდან, როგორიც ევროკავშირია - ჩრდილოეთ ევროპისა და გერმანიის შემდეგ, საბერძნეთი არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც სიხშირეები იზრდება და წელსაც ველოდებით ძალიან მაღალ მაჩვენებლებს, როგორც ტურიზმის, ასევე მგზავრთნაკადის მიმართულებით“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

Sky Express ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 6 ივლისიდან შეუდგება.

ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა და რეგულარულ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ასრულებს.

დღეისთვის საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს Sky Express-ის გარდა Aegean Airlines და Wizz Air ასრულებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775050008

ახალი ამბები

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მ...

თანამდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო

1775049065

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1775048173

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვით...

პარლამენტის აპარატი

1775047395

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვი...

მიხეილ ყაველაშვილი

1775046125

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი

კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტ...

ლევან მახაშვილი