ღუდუშაური მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე:დავინახეთ უხეში ჩარევა და მცდელობა იმისა, ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე - ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში ათობით პარტია აქვთ აკრძალული
მორიგ ჯერზე დავინახეთ უხეში ჩარევა და პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური მიკიტა პოტურაევის განცხადებას.
„ისეთი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს ვისმენთ, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში ბოლო წლების განმავლობაში ათობით პარტია აქვთ აკრძალული. ხშირ შემთხვევაში არა ასე ღიად და გამჭვირვალე პროცესების შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ერთი ხელის მოსმით, ხოლო ჩვენთან როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, თურმე, არ გვაქვს დემოკრატიისკენ სწრაფვის უფლება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და უკრაინის რადას დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია. პოტურაევი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა. მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა.
1793445065
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე: მისი უშუალო მონაწილეობით უკრაინაში 2022 წლიდან 22 პარტია აიკრძალა, მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე
„მისი [მიკიტა პოტურაევის] მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1793443752
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილი: ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა
„ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა“, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი...
1793440254
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის სოციალურ ქსელში მიმართავს და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას. სადღობელაშვილ...
1793437578
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგ...
1793435494
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით სგპ „თბილისის აეროპორტში“ და უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილ ამანათში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტის“ და „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან...


























