ირაკლი ზარქუა: ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან, არაფერი, ასეც დაიშალნენ
„რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ნათელი იყო, რომ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც.
„ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ეს აჯაფსანდალი რაც შექმნეს, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, თითქოს ეს იყო ერთობა და ერთიანი პლატფორმა, რადგან უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ და მათი პატრონებისთვის ეთქვათ, რომ ეს გამარჯვების პლატფორმაა. მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა სამი-ოთხი შექმნა. ერთმა არ გაამართლა, მეორემ, მესამემ და აკეთებს და აკეთებს პლატფორმებს. ლიდერი ვარო, სადაქალოსთან ერთად შაბათ-კვირას რესტორანში რომ მიდიან, რუსთაველზე ჩამოიშხუილებენ და ინტერვიუს მისცემენ. ხაზს უსვამს, ლიდერი მე ვარო. პატრონებს ეუბნებიან, აქ ვართ, ჩვენ კი არ დავშლილვართ და დაგვაფინანსეთო. რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა. რვა, ცხრა თუ ათ კაციანი პარტიები, რომ აქვთ. რა უნდა გამოვიდეს, არაფერი, ერთმანეთს ატყუებენ. ჩვენთვის დღესავით ნათელი იყო, რომ ამ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც“, – განაცხადა ზარქუამ.
1789746922
საზოგადოებაეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას
ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის...
1789745510
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ას...
1789743811
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს
ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის,...
1789743050
ახალი ამბებინათია თურნავა: ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით
„როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით და ამას ადასტურებს J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შე...
1789742315
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ
„ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტა...


























