ნათია თურნავამ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლუქსემბურგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე.
პანელური დისკუსიის ბოლოს სიტყვით გამოვიდა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ნადია კალვინიო.
დისკუსიამდე სების პრეზიდენტმა მოდერატორობა გაუწია სესიას, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში“.
სესიის მთავარი სპიკერი ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრანკ ელდერსონი იყო, განხილვის მთავარი თემა კი მდგრად დაფინანსებას, კლიმატური ცვლილებებსა და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს ეხებოდა.
როგორც ნათია თურნავამ სესიაზე აღნიშნა, მდგრადი ფინანსური ბაზრების განვითარების მხარდაჭერა ეროვნული ბანკის მდგრადი ფინანსური ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
მისივე თქმით, მდგრადი ეკონომიკური საქმიანობისთვის საერთო ენის შექმნის, ფრაგმენტაციის შემცირების და სხვა რისკის შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომელიც მოიცავს როგორც „მწვანე“, ისე „სოციალურ“ ტაქსონომიებს და შესაბამის რეგულაციებს, რომლებიც ძალაშია 2023 წლიდან.
„ეს ჩარჩო საქართველოში აწესებს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების სესხების განმარტებებს და ადგენს გამჟღავნების მოთხოვნებს ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ამჟამად, ბანკები ტაქსონომიას იყენებენ მწვანე და სოციალური სესხების გასაცემად და ამ საქმიანობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგებისთვის. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მწვანე სესხები მთლიანი პორტფელის დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. ეროვნული ტაქსონომიების ქონა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რეგიონული და საერთაშორისო ჰარმონიზაცია ასევე აუცილებელია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სტანდარტების ჰარმონიზაციისთვის, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ფინანსური ბაზრები სულ უფრო მეტადაა ურთიერთდაკავშირებული. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი“, - დასძინა მან.
სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (OEDNE/EDS19) შეხვედრა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე, ექსპერტები ერთად განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
1751651151
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...
1751649326
საზოგადოებაგიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...
1751648299
საზოგადოებათემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...
1751646701
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...
1751643892
საზოგადოება„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....