პრემიერი: როგორც კი დავინახავთ, საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, განახლდება დიალოგი, 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა საქართველო, წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და არ მოსწონთ, გამოდის, მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება

როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მათზე დამოკიდებული.

„მოხერხებაზეა, ჩვენ ვართ მოლოდინის, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის ისეთ მოთხოვნები, რასაც ისინი ითხოვენ საქართველოსგან და რაც მიუღებელია.

„რომ ავიღოთ შეკრებები და მანიფესტაციები. 1 წლის და მეტი დროის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური გამზირი იყო გადაკეტილი. 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ 150 „ნაცის“ მიერ 3 900 000 კაცის შეწუხება მოსწონს ევროპარლამენტს. ტროტუარზეც იგივეა. როგორც კი შევუზღუდეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. 150 კაცი რომ ხარ, დადექი და წყნარად იყავი. სადაც გინდა იქ დადექი, ტროტუარზე, ოღონდ არ შეუშალო სხვას ხელი. ეს კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე იმისათვის, რომ 150 კაცით დისკომფორტი შეექმნათ თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოსწონს ევროპარლამენტს. გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება, რომ 150 „ნაცი“ აწუხებდეს 3 900 000 ადამიანს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786134716

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1786134613

საზოგადოება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულ...

საქართველოს მთავრობ

1786133091

საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფ...

რუსეთ-საქართველოს ომი

1786132174

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტი, რომელსაც მისი უმთავრესი მხარდამჭერის პატივსაცემად სახელი გადაერქვ...

აშშ-ის სენატ

1786129832

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს,...

არჩილ გორდულაძე