სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად სცემეს და აწამეს

 პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას „სოდ“-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის) ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა.

დეპუტატმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ახალგაზრდა მამაკაცმა სვანეთში, ნათხოვარი ტელეფონით დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს. „სოდ“-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კოდუამ კი ამის გამო სვანეთში ტელეფონის მეპატრონესთან გააგზავნა სპეცრაზმი და ამ ახალგაზრდასთან მყოფი კიდევ 2 პირიც აწამა. სუბარის სიტყვებით, რომ არა სახალხო დამცველის [მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის] აქტიურობა, ეს სამი ახალგაზრდა ციხეში მრავალ წელს გაატარებდა:

„ახალგაზრდებს ჩაუდეს ნარკოტიკები, ყუმბარები, მიუსაჯეს და ამაში ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ჩვენ რომ არ გამოგვეძიბინა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს რომ არ აღმოგვეჩინა ეს საქმე, არ მოგვენახულებინა ეს ბიჭები ციხეში, დიდი შანსი იყო, რომ მათთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ახალგაზრდები გამოუშვეს ციხიდან კრიმინალების სტატუსით, რადგან ისინი რომ გაემართლებინათ, ამას უნდა მოჰყოლოდა უამრავი ადამიანის
დასჯა, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ დანაშაულში.

„ნანუკა ჟორჟოლიანი მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ჩვეულებრივად ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს. თუმცა ისტორია, რომელიც სვანეთში განვითარდა, სცდება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენას. ცოტა გრძელი ამბავია, მაგრამ ვეცდები მოკლედ მოვყვე. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ნათხოვარი ტელეფონით დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს. უბრალოდ შემთხვევით ჰქონდა მისი ნომერი და მოიკითხა. იმის გამო, რომ ნანუკასთან დარეკა, ირაკლი კოდუამ, რომელიც მაშინ იყო „სოდ“-ის ხელმძღვანელი, გააგზავნა სპეცრაზმი სვანეთში, „დააჯდნენ“ ამ ტელეფონს, არა მას ვინც დარეკა, არამედ მას, ვისაც ეკუთვნოდა ნომერი. ამ ადამიანთან ერთად შემთხვევით მყოფი ორი ახალგაზრდა ბიჭი მასთან ერთად დაიჭირეს. უამრავი ხალხის წინაშე დააწვინეს ასფალტზე, შეუკრეს ხელ-ფეხი, იქვე უსასტიკესად სცემეს და აწამეს, შემდეგ ჩაუდეს ნარკოტიკები, ხელყუმბარები და დაიჭირეს. ბოლოს, როცა გაირკვა, რომ ეს ადამიანები არაფერ შუაში იყვნენ და იქიდან ის ორი ადამიანი საერთოდაც არ იყო იმ ადგილას, საიდანაც ეს ზარი განხორციელდა, ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაუშვეს. ოღონდ პირობითი მსჯავრი ყველას მისცეს და ყველას გადაახდევინეს ჯარიმები, როგორც კრიმინალებსა და დამნაშავეებს. სამუდამოდ სამსახურებიდან გაუშვეს და ცხოვრება აურიეს. ამ ყველაფრის თანაშემოქმედი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ შემთხვევაში მიზეზი იყო უბრალოდ კოდუას ეჭვიანობა, რის გამოც სამი ადამიანი უსასტიკესად სცემეს და აწამეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩაუდეს ნარკოტიკები, ყუმბარები, მიუსაჯეს და ამაში ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ჩვენ რომ არ გამოგვეძიებინა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს რომ არ აღმოგვეჩინა ეს საქმე, არ მოგვენახულებინა ეს ბიჭები ციხეში, დიდი შანსი იყო რომ მათთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მას შემდეგ, რაც საქმე გახმაურდა და ჩვენ ძალიან დიდი ამბავი ავტეხეთ - გამოუშვეს. ოღონდ გამოუშვეს, როგორც კრიმინალები და არა როგორც გამართლებულები. იმიტომ, რომ გამართლების შემთხვევაში უნდა დაესაჯათ უამრავი ადამიანი, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781298042

ახალი ამბები

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში დაფიქსირდ...

აა

1781297406

ახალი ამბები

ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნოდარ მელაძის ანონსზე პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დ...

ზაზა დობორჯგინიძე:

1781295391

ახალი ამბები

შსს „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალა...

შსს განცხადება

1781293281

სპორტი

მერფი: ლივერპულმა კვარაცხელიას გამო ფული არ უნდა დაიშუროს, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფმა განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. როგორც მან აღნიშნა, იან დიომანდეს ტრანსფერი რისკის შემცველია, კვარაცხელია...

ხვიჩა კვარაცხელია

1781291410

ახალი ამბები

გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, ვიქნებით უკიდურესად ხისტი ფორმებითაც მათ შორის და ვერავითარი ცენზურა სიტყვაზე, ვერ შეაჩერებს ამ წინააღმდეგობას, - ამის შესახებ „დროას...

გიგა ლემონჯავა