აშშ-ის საელჩო ისრაელში: ამ დროისთვის ამერიკელების ევაკუაცია შეუძლებელია

ისრაელში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე დიპლომატიურ უწყებას ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია არ შეუძლია.
„უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარებისა და ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ გასცა განკარგულება, რომ აშშ-ის ყველა სახელმწიფო მოხელე და მათი ოჯახის წევრები საკუთარ სახლებში და მათ მახლობლად მომდევნო მითითებამდე დარჩნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებისა და ისრაელის ზურგის სარდლობის გათვალისწინებით, აშშ-ის საელჩო ისრაელში სამშაბათს, 17 ივნისს დაკეტილი იქნება. ეს ეხება იერუსალიმსა და თელ-ავივში არსებულ საკონსულო განყოფილებებსაც. პასპორტების და საზღვარგარეთ ბავშვის დაბადების საკონსულო მოწმობების გაცემა (სასწრაფო ან ჩვეულებრივი წესით) არ იწარმოებს. მოცემული დროისთვის აშშ-ის საელჩოს ისრაელიდან ამერიკელების ევაკუაცია არ შეუძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.
1750162493
სპორტილაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარდგნენ, მათგან ასპარეზობას მაისურაძე აგრძ...
1750161517
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ც...
1750159737
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს, როდესაც გახარია საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, გვახსოვს რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებით
„ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. კარგად გახსოვთ ბატონო გახარია როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებით“, - ამი...
1750159511
საზოგადოებაისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანის სულიერ ლიდერს აფრთხილებს, რომ მან, შესაძლოა სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მაღალი რანგის სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელი „ირანს ყველა დონეზე ძლიერ დარტყმებს აყენებს, რაც ომში დასახულ მიზნებს შეესაბამება“. ინფორმაციას...
1750159290
მსოფლიოისრაელ კაცი: ხამენეის ვაფრთხილებ, მეზობელი ქვეყნის დიქტატორის ბედი კარგად უნდა ახსოვდეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს. „ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს, რომ არ გააგ...