დავით მათიკაშვილი შაჰინის განცხადებებზე: როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლად წარმოადგინონ

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ ქურდობაში ბრალდებული პირის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად წარმოაჩინონ. მათიკაშვილის თქმით, განცხადება იმაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია.
„კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმის, თუ რა ზეწოლა ხორციელდება საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება, წარმოადგინონ დემოკრატიაზე თავდასხმად და დემოკრატიის უკუსვლად.
იმდენად აბსურდული და რეაქციულია განცხადების შინაარსი, რომ ამით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, სამწუხაროდ, არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.
1750180912
სპორტილუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალიის წარმომადგენ...
1750178788
მსოფლიოტრამპი: ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით
ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...
1750176638
საზოგადოებასაქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს. „...
1750175000
მსოფლიოგერმანიის კანცლერი: ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს
ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს. ჩვენც ამ რეჟიმის მსხვ...
1750173803
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნება დღეს გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის, რაშიც საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს
შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, რაშიც მნიშვნელოვან როლ...