დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

„BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ მიმდინარეობდა BBC-ის წინააღმდეგ მისი სასამართლო პროცესი.

ტრამპმა საუბარში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბრიტანული მედიასაშუალება და აღნიშნა, რომ მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „სიტყვები პირში ჩაუდეს“.

„იცით, CBS-მაც იგივე გააკეთა. იგივე სიტუაცია გვქონდა გადაცემა „60 წუთში“, თუმცა ეს წინა მფლობელების დროს მოხდა. ვფიქრობ, ამჟამინდელი მფლობელები კარგები არიან. მაგრამ BBC კიდევ უფრო შორს წავიდა. სინამდვილეში, მათ სიტყვები პირში ჩამიდეს და თქვეს, რომ საკმაოდ ცუდი რაღაცები ვთქვი. რაც რეალურად არ მითქვამს. ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.
მე ვუთხარი, რომ „ეს არასდროს მითქვამს“. ჩემმა გარემოცვამ თქვა, „ვაუ, რა ცუდი რაღაცები თქვი“. მე ვკითხე, რა ვთქვი საერთოდ? იცით, მე საკმაოდ კარგი ვარ ამ საკითხებში. როდესაც წლების განმავლობაში ამდენ პრესკონფერენციას ატარებ, ხარ აშშ-ის პოპულარული პრეზიდენტი, რომელმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რომელმაც მოიგო შვიდივე შტატი, მიიღო ხმების რეკორდული რაოდენობა, ალბათ ცუდად არ ვაკეთებ ამ საქმეს. მე ვუთხარი, რომ ეს არასდროს მითქვამს. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, BBC ასევე არასწორად აშუქებს ირანში ომს.

„BBC-იმ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო დღეს დილით მაინც ვუყურე მათ და ეს ძალიან არაზუსტი იყო, ომის შესახებ მათი რეპორტაჟი წარმოუდგენელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად გავანადგურეთ ეს ქვეყანა და თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ, თითქოს, ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობს. ეს ასე არ არის, ისინი ჩვენ თანაბარ ბრძოლას ვერ გვიწევენ. ეს ძალიან არაზუსტი, ყალბი ამბები იყო. ამიტომ ძალიან ვამაყობ ტერმინით „ფეიკნიუსი“, რადგან ეს ჩემი ტერმინი იყო. მე მოვიფიქრე. მაგრამ ეს ტერმინი აღარ არის ზუსტი. ეს უკვე არის კორუმპირებული, თაღლითური მედია. ეს ნამდვილად ასეა. ეს არის თაღლითობა. ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკნიუსი“. ეს ბევრად უარესია, მის მიღმაა. პრაქტიკულად დანაშაულებრივიც კი.

ეს ნამდვილად დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ. ბევრი არაფერი ვიცი BBC-ის შესახებ, გარდა იმისა, რაც მოხდა. ხალხი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ რა საშინელი რამ თქვი. მე ვკითხე, რა ვთქვი? და ისინი მეუბნებოდნენ რაღაცებს, რაც არასდროს მითქვამს. ჩვენ გადავამოწმეთ. ეთანხმებით? ისინიც ეთანხმებიან. ეს როგორღაც ხელოვნურმა ინტელექტმა ან რაღაც მსგავსმა შექმნა, მე კი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამიტომ მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. ისინი აღიარებენ, რომ დამნაშავეები არიან, მაგრამ ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საქმე“- განაცხადა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773909495

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნე...

ავტობუსი და მეტრო

1773908511

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების „შემდეგი სადგური“ დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. მისი თქმით, ევრო...

დავით ქართველიშვილი

1773907904

საზოგადოება

საგარეო უწყება განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების...

საგარეო

1773906509

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლ...

შალვა პაპუაშვილ

1773905562

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ 21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე, დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაშია ნათქვა...

რკინიგზარკინიგზა