ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მუშაობს ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც საბოლოოდ სისხლისღვრას დაასრულებს. მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

„რუსეთი მუდმივი ზეწოლის ქვეშ უნდა იყოს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს - არა დემონსტრაციისთვის, არამედ შედეგის მისაღწევად. ამ მიზნით, ევროპა გააგრძელებს რუსეთის ომის ხარჯების გაზრდას. ჩვენ ვამზადებთ სანქციების ახალ პაკეტს და დიდი ხნით გავყინეთ რუსული აქტივები ევროკავშირში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, მშვიდობისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი უკრაინისთვის საიმედო და დამაჯერებელი უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს.

„უსაფრთხოების ეს გარანტიები მყარ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ პატივს ვცემთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც უკრაინა იღებს საკუთარი თავისთვის. ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ანალოგიურად, ევროკავშირისა და ნატოს საკითხებს ევროკავშირისა და ნატოს წევრები განიხილავენ. მოკლედ რომ ვთქვათ: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. არაფერი ნატოზე ნატოს გარეშე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მესამე პუნქტი უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას ეხება. ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა საიმედო პარტნიორად რჩება.

„უკრაინის საჭიროებები უზარმაზარი და გადაუდებელია. ჩვენ უკრაინის აღდგენისა და მომავალი კეთილდღეობის ერთგულები ვართ. ევროპა დარჩება მის ყველაზე ძლიერ და საიმედო პარტნიორად. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების ორი მესამედი, დაახლოებით 90 მილიარდი ევრო, დავფაროთ. ამიტომ ამ კვირაში ევროპულ საბჭოში განხილვები გადამწყვეტი იქნება“, - დასძინა მან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765891900

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ უსამართლო ომის შედეგად

უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1765891476

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით

სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება [რუსეთისთვის] ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს...

გიორგი ვოლსკი

1765890814

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი

1765890407

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 10კმ-ში, სოფელ ჭერემთან...

აა

1765888585

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფ...

გივი მიქანაძე