18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.
ასევე, მუზეუმების სამუშაო დრო გახანგრძლივდება 20:00 საათამდე. გარდა ამისა, მუზეუმებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
I. მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით - 11:00 სთ, 13:00 სთ, 15:00 სთ, 17:00 სთ.
II. კურატორის ტური - „ქვის ხანა საქართველოში“, 14:00 სთ, თეონა შელია.
III. კურატორის ტური - „ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში. სამკაული, იარაღი, ჭურჭელი“ – 15:00 სთ, ნინო დათუნაშვილო, ვაჟა მამიაშვილი, მამუკა ქაფიანიძე.
IV. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის (8-14 წლის ასაკისთვის) - სამკაულის ისტორია, 16:00 სთ, ნინო დათუნაშვილი.
V. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა - კერამიკის რესტავრაცია, 15:00 სთ.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
I. 2025 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“. თემის კონცეფცია ეფუძნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთა შორისაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და მუზეუმების ხელმისაწვდომობა.
პროგრამა ინოვაცია მუზეუმში დამთვალიერებელს ვიზუალური მასალის საშუალებით გააცნობს იმ ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომლებიც ციფრული ხელოვნების დახმარებით მუზეუმებში მკვიდრდება. ახალი ინოვაციური ხედვები ქმნის მუზეუმების მომავალ კონცეფციას სწრაფად ცვალებად ეპოქაში, ეს კი ხელს უწყობს ფართო საზოგადოების , განსაკუთრებით - ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის მუზეუმების ხელმისაწვდომობის ზრდას, სადაც ტრადიციული ხელოვნება ახალი ენით იქნება გადმოცემული.
ღონისძიების მონაწილეები დაათვალიერებენ ხელოვნების მუზეუმის სამ ახალ ექსპოზიციას, რომელთა ტრადიციულ ფორმატს დაემატება ახალი ტექნოლოგიები.
პროგრამა მოიცავს თემატურ აქტივობებს.
პროგრამა განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის.
პროგრამის დაწყების დრო - 13:00 სთ.
პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი
II. შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა ,,ნივთების ერთობლიობის არსი“ მიზნად ისახავს ნატურმორტის ჟანრობრივი თავისებურების, მისი ისტორიისა და მრავალფეროვნების შესწავლას მუზეუმში დაცულ ქართველ და უცხოელ მხატვართა ნამუშევრების მაგალითზე. პროგრამა მოიცავს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის ერთობლიობას. მოსწავლეები ქმნიან ნატურმორტის საკუთარ ვერსიას და საუბრობენ მიღებული გამოცდილების შესახებ.
პროგრამა განკუთვნილია მოზარდებისთვის 11 წლის ასაკიდან.
მონაწილეთა რაოდენობა - 15.
პროგრამის დაწყების დრო - 16:00 სთ.
III. კურატორის ტური მიმდინარე გამოფენებზე.
პროგრამის დაწყების დრო - 17:00 სთ.
დიმიტრი შევარდნაძის სახელოების ეროვნული გალერეა
I. საგანმანათლებლო პროგრამა „ხელოვნების ელემენტები“.
გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ბავშვები სახვითი ხელოვნების საიდუმლოებებს თამაშითა და ხატვით ჩასწვდნენ? მუზეუმი გთავაზობთ უნიკალურ შემეცნებით პროგრამას, რომელიც ბავშვებს ხელოვნების სამყაროსთან დააახლოებს.
პროგრამის აღწერა:
„ხელოვნების ელემენტები“ არის ინტერაქტიური საგანმანათლებლო თამაში, რომლის მიზანია ბავშვებისთვის სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტების გაცნობა.
ფიროსმანის ნამუშევრებზე დაკვირვებით ხატვის პროცესში ბავშვები გაეცნობიან: კომპოზიციას, ხაზს, ფერს, ფორმას, ფაქტურას და სხვა მნიშვნელოვან მხატვრულ ელემენტებს.
პროგრამა განკუთვნილია 7 -9 წლის ბავშვებისთვის.
პროგრამის დაწყების დრო - 12:00 სთ.
II. შემეცნებით-გასართობი პროგრამა ,,ფიროსმანი - კადრი კადრში“. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ნიკო ფიროსმანაშვილის უნიკალურ შემოქმედებას და მის მხატვრულ სამყაროს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფიროსმანის მიერ გამოყენებულ მასალას და მისი ნამუშევრების კომპოზიციურ წყობას.
პროგრამის დაწყების დრო - 14:00 სთ.
III. კურატორის ტური მიმდინარე გამოფენებზე.
პროგრამის დაწყების დრო - 16:00 სთ.
IV. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება მხატვრის, სცენოგრაფის, ხელოვნების კრიტიკოსისა და აფხაზეთის მთავართა - შერვაშიძეთა საგვარეულოს შთამომავლის, ალექსანდრე შერვაშიძის, რეტროსპექტული გამოფენა, რომელზეც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებიდან წარმოდგენილი იქნება 250 ექსპონატი. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელი შესანიშნავ ექსპოზიციას იხილავს.
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი
I. საგანმანათლებლო პროგრამა „...და აღმოცენდა თბილისი“.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები თბილისის ისტორიას და მის მრავალკულტურულ ფენომენს გაეცნობიან.
საგანმანათლებლო პროგრამა13:00 და 16:00 საათზე ორჯერ ჩატარდება. ( 10 - 14 წლის მონაწილეებისთვის. არასასკოლო ჯგუფებისთვის).
პროგრამის ხანგრძლივობა 1 საათი.
მისამართი: თბილისი, სიონის ქ. #8 (ისტორიული ქარვასლის შენობა).
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
I. საგანმანათლებლო პროგრამები სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებისთვის:
1 . 16-17-18 მაისი - ინტერაქტიური გაკვეთილი მოსე თოიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
2. 18 მაისი - მუზეუმის ისტორიასთან დაკავშირებული სალონური შეხვედრა. თემა: „სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კვალდაკვალ“ (ფოტომასალის გამოყენება თვალსაჩინოებად).
3 . 18 მაისი - სალონური შეხვედრა ქ. სიღნაღის კულტურული ტრადიციების შესახებ (ფოტომასალის გამოყენება თვალსაჩინოებად).
II. მხატვრული შემოქმედება.
სიღნაღისა და წნორის სახელოვნებო სტუდიების ხატვის განყოფილებებისა და კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
1. 16 მაისი - ხატვა მუზეუმის აივნიდან. თემა - პეიზაჟი.
საუკეთესო ნამუშევრები 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გამოიფინება მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში.
2. 18 მაისი - ფოლკლორული კონცერტი.
III. 18 მაისი - საგანმანათლებლო ტურები: 12:00 სთ, 14:00 სთ, 16:00 სთ.
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვებისთვის.
ბოლნისის მუზეუმი
I. დაგეგმილია მუზეუმში სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების, პენსიონერების, მოწვევა. ასევე, დაგეგმილია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადის“ ბენეფიციარი შშმ პირების სტუმრობა მუზეუმში.
II. ქ. ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდება ღონისძიება თემაზე „მეთუნეობა საქართველოში“. მოსწავლეები საგამოფენო დარბაზში გაეცნობიან სხვადასხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის კოლექციას, რის შემდეგაც მუზეუმის ლაბორატორიაში შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს - აღადგენენ დაზიანებულ თიხის ჭურჭელს.
დმანისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
ინტერაქტიური შეხვედრები დამთვალიერებელთან.
სვანეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი
დამთვალიერებლისთვის ჩატარდება უფასო ტურები.
1747492755
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო....
1747490017
მსოფლიოირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...
1747488544
ახალი ამბებიბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან...
1747487541
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...
1747486455
ახალი ამბებიმეუფე შიო - ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა შარშან მიღებული კანონით სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან სასიკეთო, გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის...