თამარ ჩიბურდანიძე: მომავალი თაობა აუცილებლად დააფასებს დღევანდელ ბრძოლას ოჯახური ღირებულებებისა და ერის იდენტობის შესანარჩუნებლად

„საქართველომ მარტომ და პირველმა გაარღვია ღირებულებათა ბრძოლის ის ველი, სადაც მთელი ლიბერალური სამყარო კლავდა და ანადგურებდა ყოველგვარ სიწმინდეს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს ეხმიანება.
ექსპერტის თქმითვე, ღირებულებებისაგან დაცლილ სამყაროში რთულია ბრძოლა ტრადიციების და სიწმინდეების შესანარჩუნებლად, თუმცა საქართველო ამას აუცილებლად შეძლებს.
„საქართველომ მარტომ და პირველმა გაარღვია ღირებულებათა ბრძოლის ის ველი, სადაც მთელი ლიბერალური სამყარო კლავდა და ანადგურებდა ყოველგვარ სიწმინდეს. დღეს ამერიკის ახალი ხელისუფლება და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამ ბრძოლაში ჩადგა და ბევრად უფრო მარტივია ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ჯერ კიდევ შარშან და კიდევ უფრო ადრე ურთულესი წნეხის ქვეშ იყო ქართული ხელისუფლება მის მხარდამჭერ საზოგადოებასთან ერთად: ღიად გვილანძღავდნენ ეკლესიას, ტრადიციებს, ოჯახებს და გვაძალებდნენ მიგვეღო ის, რაც ჩვენს ჯიშში და სისხლში არასოდეს ყოფილა - ლგბტ ღირებულებებს. ჩვენმა ბრძენმა უწმინდესმა 17 მაისის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ერთი ინიციატივით მოხსნა და მას შემდეგ ეს დღე ერთობის, სიყვარულის, ოჯახის სიწმინდის და ერის იდენტობის სიმბოლოდ იქცა.
დღეს ერი და ბერი ერთიანია, დღეს ახალგაზრდა და ხანდაზმული ერთად დგას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესანარჩუნებლად. გავა დრო და მომავალი თაობა აუცილებლად დააფასებს დღევანდელ ბრძოლას ოჯახური ღირებულებებისა და ერის იდენტობის შესანარჩუნებლად. ეს ისტორიას დარჩება, როგორც ერისა და ბერის უპრეცედენტო გაერთიანება, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ მშვიდობიან პერიოდშიც გვიწევს უმძიმესი ბრძოლა ჩვენი იდენტობის შესანარჩუნებლად და ამ ბრძოლას გამარჯვებით გავდივართ. ღირებულებებისაგან დაცლილ სამყაროში ურთულესია ბრძოლა ტრადიციების და სიწმინდეების შესანარჩუნებლად, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
1747492755
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო....
1747490017
მსოფლიოირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...
1747488544
ახალი ამბებიბათუმში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართა
17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან...
1747487541
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნულიინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - ამ სიტყვებით მ...
1747486455
ახალი ამბებიმეუფე შიო - ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა შარშან მიღებული კანონით სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან სასიკეთო, გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის...