ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი მიწერილ წერილში მთავარეპისკოპოსმა იოანემ აღნიშნა, რომ პატრიარქის უფლისმიერი მიძინების ამბავი „ღრმა მწუხარებით“ მიიღო და მას „უძვირფასესი ძმა და თანამოსაყდრე“ უწოდა.

მთავარეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიას თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში „სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით“ წინამძღვრობდა.

მან დასძინა, რომ განსვენებული მღვდელმთავარი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებითა და მრევლისადმი სიყვარულით, ისევე, როგორც მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი ურყევი თავდადებით.

მისი მოღვაწეობის რთულ ისტორიულ გარემოებებზე საუბრისას მთავარეპისკოპოსმა იოანემ გაიხსენა, რომ პატრიარქმა ილია II-მ ლიდერობა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში იტვირთა.

მან აღნიშნა, რომ განსვენებული პატრიარქი საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ მწყემსავდა, რაც დაეხმარა ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773852826

ახალი ამბები

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

1773851404

ახალი ამბები

თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...

თბილისის მერი

1773850207

ახალი ამბები

მეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“

„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...

მეუფე შიო

1773848905

ახალი ამბები

მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის

დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...

მეუფე შიო

1773848164

ახალი ამბები

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ...

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს