თეა ახვლედიანი: ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება არა მხოლოდ მისი უწმინდესობის თანამედროვე საზოგადოების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენი სულიერი წინამძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ მისი უწმინდესობის აღსრულება უსაზღვრო ტკივილია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც წილად ხვდა მასთან შეხებისა და ურთიერთობის პატივი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიწმინდე, უდიდესი სიბრძნე და მრავალმხრივი ნიჭიერება, თითოეულ ადამიანს ანიჭებდა სიმშვიდეს და სულიერ ამაღლებას, განუმტკიცებდა რწმენას, უსახავდა იმედსა და სიხარულს.
ათწლეულების განმავლობაში, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებით, სამშობლოს ერთგულებით, გაძლიერებითა და ერთიანობის სულისკვეთებით, სათნოებისა და სიყვარულის გავრცელებით, ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება არა მხოლოდ მისი უწმინდესობის თანამედროვე საზოგადოების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...
1773848905
ახალი ამბებიმეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...































