მეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია მასთან შეხება, ამ ადამიანებში ახდენდა დიდი ფერიცვალებას და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა“, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქმა დაგვიტოვა ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ მთავარ სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელს ჯვარს და ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი ჭეშმარიტად მოწამებრივი იყო. მისი დასაფლავება კვირას მოხდება, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია სულის ცხონებისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის შემთხვევითი რომ მის უწმიდესობაში იყო შერწყმული მოწამეობრივი გზა, ღვაწლი და სულიერ კიბეზე, უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომელიც მან მოიხვეჭა, დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა. ჩვენი გულის სავსეა ემოციებით, სიყვარულით, ფიქრებით, მაგრამ ალბათ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, დაკნინებულ მდგომარეობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის. ჩვენი გული მწუხარებასთან ერთად ივსება იმედით, რომ უფალი მას ცათა სასუფეველში მართალთა თანა განუსვენებს და მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე მყარად დაბრუნება, რომლის გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა.
კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება, ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს მის გარეშე ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის და ყოველთვის ჩვენთან იქნება, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი! “, - განაცხადა მეუფე შიომ.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773848905
ახალი ამბებიმეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...
1773848164
ახალი ამბებისამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ...































