ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე მოიყრის თავს

„საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუადღე“.

„დარგის ექსპერტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, მინისტრები, მერები, საჯარო ადმინისტრირებასა და სერვისების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები - ყველა ეს ადამიანი სამი დღის განმავლობაში თბილისში ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სერვისების გაცემის მიმართულებით არსებული გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნის მიერ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების აღიარებაა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომელთაც მომსახურების მიმღებ ყველა მსურველს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისი ამ მსოფლიო დონის ფორუმის მასპინძელ ქალაქად შეირჩა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილის თქმით, გარდა საჯარო სერვისების განვითარებისა, ფორუმი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.

„ჩვენი მიზანია, სტუმრებს საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით კარგად გავაცნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, 100-ზე მეტი სახელმწიფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს პირისპირ ვესაუბროთ. ამ მხრივაც ძალიან ღირებული იქნება საქართველოში ამ ღონისძიების მასპინძლობა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმს „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა გახსნიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782150289

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე ისაუბრა. როგორც კი...

 ირაკლი კირცხალია

1782147766

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება

26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1782146449

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან დაცული იყოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაცული იყ...

ფრიდრიხ მერცი

1782143493

მსოფლიო

ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების დროს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ 21 ივნისს ბურგენშტოკში ირანთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავ...

ჯეი დი ვენსი

1782140006

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელე...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცი