საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელეგაციის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ფინეთის დედაქალაქში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრნენ.
ჰელსინკში გამართულ საპარლამენტო ფორუმს, რომელიც თემას - „ქრისტიანი უმცირესობების მდგომარეობა კრიზისის დროს: საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები. სირთულეები და გამოწვევები“ - მიეძღვნა, 15 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებაზე მიწვეული სპეციალური სტუმრები დაესწრნენ.
გენერალური ასამბლეა ფინეთის პარლამენტის სპიკერის იუსი ჰალა-აჰოს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვიმსჯელოთ კრიზისების ვითარებაში მცხოვრები ქრისტიანი უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე, საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის საკითხებზე. საქართველოსთვის ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
საქართველოს ეს ისტორიული მხარეები საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული ქრისტიანული თემების სამშობლო, სადაც მართლმადიდებლური სარწმუნოება ადგილობრივი კულტურული და სულიერი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და ორივე რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, ასევე, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ასობით ათასი ეთნიკური ქართველი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. შედეგად, რეგიონების დემოგრაფიული სურათი მკვეთრად შეიცვალა და მრავალ ისტორიულ ქრისტიანულ თემს მშობლიურ მიწაზე მრავალსაუკუნოვანი არსებობის გაგრძელების შესაძლებლობა წაერთვა.
ისტორიული მეხსიერების შესუსტებამ და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობასთან თანდათანობითმა გაუცხოებამ გავლენა მოახდინა ორივე ოკუპირებულ რეგიონზე და საფრთხე შეუქმნა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ძეგლების შენარჩუნებას. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველები კვლავაც აწყდებიან სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობასთან. ისინი ცხოვრობენ იზოლაციის პირობებში, შეზღუდული აქვთ წვდომა ქართულ კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობაზე და მუდმივად განიცდიან ზეწოლას, რაც აფერხებს მათი იდენტობის სრულფასოვნად შენარჩუნების შესაძლებლობას.
ეს გამოწვევა ნათლად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ქართული ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობაზეც. აფხაზეთში ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორებიცაა ბედიის მონასტერი, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია და ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი, მოციქულ სვიმონ კანანელის საფლავი სოფელ კამანში - არა მხოლოდ ქრისტიანული არქიტექტურისა და მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენს, არამედ ცოცხალ მოწმობასაც ქართული ქრისტიანული თემების მრავალსაუკუნოვანი არსებობისა ამ რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, საკითხი მხოლოდ ისტორიული ძეგლების დაცვას არ ეხება და საუბარია ისტორიული მეხსიერების, სულიერი მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნებაზე.
როგორც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მხოლოდ პროტესტი და პოლიტიკური განცხადებები ხშირად საკმარისი არ არის ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ხანგრძლივი კონფლიქტებით დაზარალებულ ტერიტორიებზე, ქრისტიანი უმცირესობები დევნისა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის წინაშე დგანან.
„ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი პოლიტიკა და ინსტიტუტები, რომლებიც დაიცავენ რელიგიური და ეთნიკური იდენტობის უფლებებს, უზრუნველყოფენ მათ სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობენ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის განმტკიცებას. ამავე დროს, ქრისტიანულ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ რეალური და მნიშვნელოვანი ხმა საზოგადოებრივ დიალოგში და იმ გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში, რომლებიც მათ მომავალს განსაზღვრავს.
ჩვენი საერთო მიზანია, სრულად გამოვიყენოთ საერთაშორისო სამართლებრივი და საპარლამენტო მექანიზმები ამ გამოწვევების დასაძლევად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლს, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებით იქნა შემოღებული და რომელიც ევროკავშირსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ღია და რეგულარული დიალოგის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის.
საქართველო მზად არის, აქტიურად შეუწყოს ხელი ამ ძალისხმევას, საკუთარი ისტორიული გამოცდილებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების საფუძველზე“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხდომის დასასრულს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ღონისძიებაზე განხილულ თემებზე რეზოლუცია მიიღეს.
1782147766
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება
26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...
1782146449
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან დაცული იყოს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაცული იყ...
1782143493
მსოფლიოჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების დროს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ 21 ივნისს ბურგენშტოკში ირანთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავ...
1782138016
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. „მას შემდეგ რაც ჩვენ და...
1782135959
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე მოიყრის თავს
„საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ“, – ამის შესახ...































