ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების დროს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ 21 ივნისს ბურგენშტოკში ირანთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწიეს.

 

„ჩვენ გვინდა რეგიონული ცეცხლის შეწყვეტა, არა? ჩვენ გვსურს, რომ „ჰეზბოლამ“ შეწყვიტოს ისრაელში ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ სროლა. გვსურს, რომ ისრაელელებს მშვიდობიანად ცხოვრება შეეძლოთ. ასევე, გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც რამე მოხდება, ის არ გადაიზრდება უფრო ფართო ესკალაციაში“, - განაცხადა მან შვეიცარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მექანიზმის მიზანია, ისრაელს, ლიბანს, „ჰეზბოლასა“ და სხვა რეგიონულ პარტნიორებს შორის ინციდენტების დროს პირდაპირი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რადგან „[გუშინდელ] დღემდე, სანამ ჩვენ ეს არ შევქმენით, ამ დისკუსიების ჩატარების მექანიზმი რეალურად არ არსებობდა“.

„ზოგჯერ [„ჰეზბოლას“] ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი დრონს ისვრის, რასაც უმაღლესი სარდლობის თანხმობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ისრაელმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ჩვენ შეიძლება უფრო მშვიდობიანი სიტუაცია გვქონდეს, თუ ისრაელი რეაგირებას მოახდენს „ჰეზბოლას“, ლიბანს, ისრაელსა და რეგიონში სხვა პარტნიორებს შორის მიმდინარე საუბრის კონტექსტში“, - აღნიშნა ვენსმა.

„ისრაელს და რეგიონის ყველა სხვა ერს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს თავდაცვის უფლება იმ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ, თუ როგორ შევძლოთ ამ კონფლიქტების დეესკალაცია, კონტროლიდან გამოსვლის ნაცვლად“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

რეპორტიორის კითხვას, სურს თუ არა აშშ-ს, რომ ისრაელმა სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან ჯარები გაიყვანოს, ვენსმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა გაიმეორა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისხმევა გრძელდება და დაიცვა ისრაელის არგუმენტი: „ჩვენ გვსურს, რომ ისრაელის უსაფრთხოება დაცული იყოს და ასევე გვსურს, რომ ლიბანის სუვერენიტეტიც დაცული იყოს. ამაზე საუბარი გაგრძელდება“.

 

„ისრაელელებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ ტერიტორიული განზრახვები სამხრეთ ლიბანთან დაკავშირებით. ისინი იქ ყოფნის აუცილებლობას იმიტომ გრძნობენ, რომ ღელავენ, სამხრეთ ლიბანში მყოფმა „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელს ცეცხლი არ გაუხსნან“, - აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ისრაელის უსაფრთხოება დაცული იყოს, საჭირო იქნება კოორდინაცია ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან, ასევე, „ირანელებთან „ჰეზბოლას“ კონტროლისთვის“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782147766

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება

26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1782146449

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან დაცული იყოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაცული იყ...

ფრიდრიხ მერცი

1782140006

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელე...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცი

1782138016

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. „მას შემდეგ რაც ჩვენ და...

შალვა პაპუაშვილი

1782135959

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე მოიყრის თავს

„საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ“, – ამის შესახ...

ბექა ძამაშვილი