ბოლო ინფორმაციით, შსს-მ რუსთაველის გამზირზე 23 ადამიანი დააკავა

 რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა, ბოლო ინფორმაციით 23-ია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

საპოლიციო უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მონაწილეებს, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.

ამას კი წინ უსწრებდა სასამართლო პროცესი. ჯგუფურ ძალადობაში რვა ბრალდებულის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ბრალდებულებისთვის თავდაპირველად წაყენებული ბრალი კვალიფიცირდა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. შესაბამისად, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, რვა ბრალდებულიდან სამს - ორი წლით და ექვსი თვით, დანარჩენს კი ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ.

ბრალდების მხარე განაჩენით უკმაყოფილოა და სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756835792

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტზე“ კვიპროსი დაამარცხა

 საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე“ კვიპროსი ანგარიშით 61:93 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლი...

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმ

1756834351

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას: ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია - ტყუილად ფაფხურობთ, არაფერი გამოგივათ

 ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია, - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები „ტყუილად ფაფხურობენ” და საპროტესტო მუხტი...

ნიკოლოზ მეტრეველი

1756832113

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს ოჯახური კავშირი - ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს

 „ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს). ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმ...

დავით ჩიხელიძე

1756831477

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული

 გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი...

ლევან მაჭავარიანი კ

1756829383

ახალი ამბები

არსებული ინფორმაციით, შსს-მ თბილისში სპეციალური ოპერაციის დროს, ერთ-ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი თორნიკე ნარიმანიძე, იგივე „სლიგინა“ დააკავა

 „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სპეციალური ოპერაციის დროს,ერთ-ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი თორნიკე ნარიმანიძე, იგივე „სლიგინა“ დააკავა.

დაკავება, პოლიცია