მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია - ის უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც აღნიშნული კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის 93 პროცენტს ბუნებრივ აირთან წვდომა ექნება.
„სახელმწიფოს ძალისხმევით ბოლო 12 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებებისთვის, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამამ სარგებელი მოუტანა არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობებს, არამედ ხელი შეუწყო მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელს აქვს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გაზის ინდუსტრიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. მან დავით ვარდიაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის.
დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“. გარდა ამისა, 2016 – 2017 წლებში დავით ვარდიაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე მას აქვს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
1756835792
სპორტისაქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტზე“ კვიპროსი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე“ კვიპროსი ანგარიშით 61:93 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლი...
1756834351
საზოგადოებანიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას: ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია - ტყუილად ფაფხურობთ, არაფერი გამოგივათ
ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია, - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები „ტყუილად ფაფხურობენ” და საპროტესტო მუხტი...
1756832113
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს ოჯახური კავშირი - ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს
„ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს). ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმ...
1756831477
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული
გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი...
1756829433
ახალი ამბებიბოლო ინფორმაციით, შსს-მ რუსთაველის გამზირზე 23 ადამიანი დააკავა
რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა, ბოლო ინფორმაციით 23-ია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ...