დავით ჩიხელიძე: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს ოჯახური კავშირი - ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს

„ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს). ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმედებებზე აბსურდულია და უბრალოდ, პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აგორებულ კამპანიას „ქართული ოცნების” მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილ ოთარ ჩრდილელთან დაკავშირებით.
ჩიხელიძის განცხადებით, „ოთარ ჩრდილელი ამ პროცესში სრულიად უბრალოა, ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ხშირად, არ იცავს მინიმალურ ეთიკურ საზღვრებს, პირიქით, ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს”.
„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ანუკი ჩრდილელი, რასაც ოპოზიციურმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ცდილობენ, საზოგადოებას დაუმტკიცონ, თითქოს, ეს ფაქტი კავშირშია უშუალოდ, ოთარ ჩრდილელის პიროვნებასთან და მის პოლიტიკურ პოზიციასთან. რეალობა სრულიად განსხვავებულია: ანუკი ჩრდილელი უკვე ორი ათეული წელია არ ცხოვრობს მამის გვერდით და მათ შორის, არ არსებობს არც პიროვნული, არც ოჯახური კავშირი(ანუკი პირველი ქორწინებიდან ჰყავს).
ამდენად, მისი პასუხისმგებლობა ანუკის ქმედებებზე აბსურდულია და უბრალოდ, პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ ანუკის მენტალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. სწორედ, ამ გარემოებით ისარგებლა ოპოზიციამ: ანუკი დააჯერეს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს არ არის დემოკრატიული პროცესის და პოლიტიკის ნაწილი – ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება, რაც ამორალური ფაქტია. აუცილებელია მკაფიოდ ითქვას: ოთარ ჩრდილელი ამ პროცესში სრულიად უბრალოა, ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ხშირად, არ იცავს მინიმალურ ეთიკურ საზღვრებს, პირიქით, ოპოზიცია მზად არის, ნებისმიერი ადამიანის პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ეს კი საბოლოოდ, აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთლიან დემოკრატიულ პროცესს“, - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.
1756835792
სპორტისაქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტზე“ კვიპროსი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე“ კვიპროსი ანგარიშით 61:93 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლი...
1756834351
საზოგადოებანიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას: ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია - ტყუილად ფაფხურობთ, არაფერი გამოგივათ
ძალიან დაგიძველდათ „კმარას“ მეთოდები, აკერმანიც მკვდარია, - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციას. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები „ტყუილად ფაფხურობენ” და საპროტესტო მუხტი...
1756831477
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული
გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი...
1756829433
ახალი ამბებიბოლო ინფორმაციით, შსს-მ რუსთაველის გამზირზე 23 ადამიანი დააკავა
რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა, ბოლო ინფორმაციით 23-ია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ...
1756829383
ახალი ამბებიარსებული ინფორმაციით, შსს-მ თბილისში სპეციალური ოპერაციის დროს, ერთ-ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი თორნიკე ნარიმანიძე, იგივე „სლიგინა“ დააკავა
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სპეციალური ოპერაციის დროს,ერთ-ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი თორნიკე ნარიმანიძე, იგივე „სლიგინა“ დააკავა.