დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო

„ვინმე მაიკლ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ევროპარლამენტარი მიხაილ გალერის განცხადებას, სადაც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, როდესაც ღიად ერევა ქართველი ხალხის არჩევანში და მის დემოკრატიულ ნებას ეჭვქვეშ აყენებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი აქვს ან რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, სხვის არჩევანში ჩარევა მიუღებელია.

„ვინმე მიხაელ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება არის! მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, როდესაც ღიად ერევა ქართველი ხალხის არჩევანში და მის დემოკრატიულ ნებას ეჭვქვეშ აყენებს.

არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი აქვს ან რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, სხვის არჩევანში ჩარევა მიუღებელია. ქართველი ხალხის არჩევანი არ ექვემდებარება არც გარე შეფასებას, არც „დამტკიცებას“ და არც მორალურ ლექციებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან. მისი პატივისცემა ვალდებულებაა ყველასთვის, ვინც დემოკრატიაზე საუბრობს, მიუხედავად თანამდებობისა, მოქალაქეობისა თუ პოლიტიკური წონისა. ვინც ამ პრინციპს ვერ იაზრებს, მას არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, ქართველ ხალხს მენტორული ტონით ესაუბროს“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769949175

მსოფლიო

„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი საიმიგრაციო საკითხის გამო რეიტინგს კარგავს“ - ქეთევან გორჯესტანი

„დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო“, - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა. სალომ...

ქეთევან გორჯესტანი

1769947763

საზოგადოება

ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, ქვეყნი...

ანაკლია

1769945621

მსოფლიო

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტ...

სამგზავრო ავტობუსი

1769943540

სპორტი

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ეროვნულ გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ურთიერთობის გარკვევა ისრაელთან მოუწევს. გუშინ გაიმართა საპლეიოფო წილი...

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები

1769941528

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას

ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...

გურამ მაჭარაშვილი