„ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა“ - ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის განცხადებებზე
სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად, გორჯესტანისთვისაც, მთავარი პრობლემა შტატების 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკა და გადაწყვეტილებებია, რომელიც სრულად აცდენილია ოპოზიციისას და თანხვედრაშია "ქართული ოცნების" პოლიტიკასთან.
"ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა. ქალბატონი ზურაბიშვილი და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, ვიცით როგორ ლანძღავენ ბატონ ტრამპს უკვე წლების განმავლობაში. მიზეზი ძალიან მარტივი არის, ბატონი დონალდ ტრამპი ულტრამემარცხენე იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგი არის და იგი ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას. შესაბასმიასდ, ეს ძალიან არ მოსწონთ ჩვენს რადიკალებს. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას იმასაც, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონი, არც ერთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას მხარი არ დაუჭერია. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უფრო რაც აღიზიანებთ ბატონ დონალდ ტრამპში. მან პირდაპირ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სულ არსებობს ორი სქესი, კაცი ვერ გახდება ქალი და პირიქით, და ეს რადიკალებისთვის არის წარმოუდგენელი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
1769952805
საზოგადოებაეკა ბესელია შვილის მიერ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე: რა თქმა უნდა, მანქანის მართვა არ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში, ამისთვის პასუხისმგებლობას აიღებს, ამის გამო თვითონაც ძალიან წუხს
პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი შვილი, რატი მილორავა, ძალიან წუხს, რომ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბრისას ბესელიამ განაცხად...
1769951350
სპორტისაქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია
თბილისი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს. გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალექსანდრა კუვაევას, ანასტასია ასათიანის,...
1769949175
მსოფლიო„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი საიმიგრაციო საკითხის გამო რეიტინგს კარგავს“ - ქეთევან გორჯესტანი
„დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო“, - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა. სალომ...
1769947763
საზოგადოებანალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, ქვეყნი...
1769945621
მსოფლიოანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 8 ადამიანი
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტ...



























