დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლერი ბერიტაშვილის ისტორია იმ დროინდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების მძიმე მეთოდებს წარმოაჩენს.

ჩიხელიძის თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მას 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, რათა მასზე ზეწოლა მოეხდინათ.

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი მძიმე დარღვევებით, სისტემური დანაშაულებით, მკვლელობებითა და ქონების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევით არის დატვირთული.

ჩიხელიძის შეფასებით, წარსულში ჩადენილი დანაშაულების ფონზე, საზოგადოებისგან ბოდიშის მოხდისა და პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ აგრესიულ პოლიტიკურ მეთოდებს მიმართავენ და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ.

„ისტორიას ადამიანის წამებისა და დამცირების არაერთი შემზარავი ფაქტი ახსოვს, მაგრამ ის სისასტიკე და ამორალურობა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მოქმედებდა, შემაძრწუნებელია.
ამის ნათელი დადასტურებაა ბატონი ლერი ბერიტაშვილის ისტორია და ის ჯოჯოხეთი, რომელიც მას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუწყო! მისი განცხადებით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მას 14 წლის ქალიშვილს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, საუბარია მამაზე ზეწოლის მიზნით არასრულწლოვანი ბავშვის გამოყენებაზე და გაუპატიურებაზე, ბოდიში საზოგადოებას და დაზარალებულს, რომ ამ თემას ვეხები, მაგრამ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს და ახსოვდეს! ყველაფერზეა წამსვლელი ადამიანი, რომელსაც ასეთი არაადამიანური რამის, არათუ გაკეთება, არამედ გაფიქრება შეუძლია, სწორედ ასეთი სადისტი და მანიაკური ფსიქიკის ადამიანები იყვნენ ქვეყნის სათავეში!
ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის იმ პერიოდის გახსენება, როდესაც მოქალაქის დაშინება, მისი ღირსების შელახვა და ოჯახის წევრების დასჯა, ოჯახის წევრებით მანიპულირება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს წარმოადგენდა.
ყველაზე შემაძრწუნებელი არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ‘ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არ აქვთ არც სინანული და არც პასუხისმგებლობის განცდა. პირიქით, მათი მხრიდან დღესაც პოლიტიკური ბრძოლის აგრესიულ მეთოდებს ვხედავთ. ისინი ღიად უპირისპირდებიან ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას და რევოლუციით იმუქრებიან, ნაცვლად იმისა რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰყოფნით გამბედაობა და ერთის მხრივ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას აკნინებენ, მეორეს მხრივ კი საკუთარ მმართველობას, რომელიც საქართველოს ისტორიაში ადამიანის უფლებების

დარღვევით, სისტემური დანაშაულის ჩადენით, ადამიანთა მკვლელობებით და სხვა მრავალი მძიმე ფაქტით არის შესული, დემოკრატიულ მმართველობად ასაღებენ და ყველა ფაქტს ეჭვის ქვეშ აყენებენ, იმ დროს როცა თითოეული წამების ფაქტი დადასტურებულია, მსხვერპლთა დიდი ნაწილი ან მოკლულია, ან სხეულის და ფსიქიკის მძიმე დაზიანება აქვს. ასეთი სასტიკი დანაშაულების შემდეგ, ნაცების მხრიდან ქონების ჩამორთმევა, (საუბარია ათასობით ქონებაზე) ადამიანს დემოკრატიულ აქტად გეჩვენება“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793179640

საზოგადოება

კახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს კი იგივე სიტუაცია საკუთარ ქვეყნებში მიიღეს...

კახა კალაძე

1793179022

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

1793177519

საზოგადოება

კახა კალაძე „რიყე დომისთვის“ მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან

ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმა...

კახა კალაძე

1793175960

საზოგადოება

კახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა

„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვ...

კახა კალაძე

1793175412

ახალი ამბები

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია

„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...

კახა კალაძე