დავით ჩიხელიძე: მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება

მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ჩიხელიძის განცხადებით, სამიტმა გამოააშკარავა ოპოზიციის ტყუილი, რომლითაც ისინი ქართულ საზოგადოებას კვებავენ და ამ ტყუილის თანახმად, თითქოს ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს.

„მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფართო ლეგიტიმაცია აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ! საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში, სადაც ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი არის წარმოდგენილი. ირაკლი კობახიძის სამიტზე მიწვევა და მასში მონაწილეობა კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოსადმი ევროპის პარტნიორულ დამოკიდებულებას. სამიტმა გამოააშკარავა ოპოზიციის ტყუილი, რომლითაც ისინი ქართულ საზოგადოებას კვებავენ. ტყუილია, თითქოს ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და მათ არავინ აღიარებს. ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება. ალბანეთში გამართული სამიტი საქართველოს ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივას უხსნის“, - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747418668

ახალი ამბები

ამინდი კვლავ გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელით აფრთხილებს. 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.  18 მაისის დღის ბოლოდან...

ამინდი

1747417039

ახალი ამბები

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლებასაზოგ...

მოძრაობა

1747414597

სპორტი

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი...

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი

1747412985

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

„დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანე...

ირაკლი კობახიძე

1747411273

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომ...

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა