ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შეზღუდვა 17 მაისის 01:00-დან 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს.
მსვლელობა დაიწყება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რა დროსაც, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ავლაბრის მოედნამდე.
რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის რაიონის ზედა ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ი.თარხნიშვილის, თ. ჭოველიძის, მ.ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, ი. გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან პეტრე მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ა. გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მ. ზანდუკელისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე და შემდეგ, გ. ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.
თავისუფლების მოედნის სრულად შეზღუდვისას ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გია ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება გია ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.
თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის შეზღუდვის დროს ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის
მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდის გავლით, კ. ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
ამასთან, ავლაბრის მოედანზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმის ქუჩის, იალბუზის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდგომ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებზე, ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ხოლო, ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდს და მარჯვნივ მოხვევით ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით დაუკავშირდებიან მერაბ კოსტავას ქუჩას და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ავლაბრიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდანვე დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
ასევე, ორთაჭალიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კოტე აფხაზის ქუჩიდან დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას. ანალოგიურად იმოძრავებენ სხვა მიკროავტობუსები და ავტობუსებიც - მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით განაგრძობენ სვლას.
1747418668
ახალი ამბებიამინდი კვლავ გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელით აფრთხილებს. 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან...
1747414597
სპორტითბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა
თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი...
1747414364
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება
მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძ...
1747412985
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის
„დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანე...
1747411273
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომ...