დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა მედიასთან გამოეხმაურა ქვეყნის მასშტაბით 12 ახალი სარაგბო მოედნის მშენებლობას. თქვა, რომ სპორტი მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

„ბოლო პერიოდში არა მარტო რაგბის, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს“, - განაცხადა კაჭარავამ.

დავით კაჭარავამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი მოედნების საშუალებით, უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება სპორტში და გაიზრდება არაერთი პროფესიონალი მორაგბე.

„დიდი მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობამ სპორტი პრიორიტეტად გამოაცხადა და ბოლო პერიოდში არა მარტო რაგბის, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი აშენდება. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომ ამ ახალ, ძალიან მოწესრიგებულ და უმაღლესი სტანდარტების მოედნებზე დაკავდნენ, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამასთან, გვექნება შესაძლებლობა, გავზარდოთ სპორტში ჩართული ბავშვების რაოდენობა. ეს სამომავლოდ, რასაკვირველია, მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი მორაგბეც გაიზარდოს“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769949175

მსოფლიო

„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი საიმიგრაციო საკითხის გამო რეიტინგს კარგავს“ - ქეთევან გორჯესტანი

„დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო“, - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა. სალომ...

ქეთევან გორჯესტანი

1769947763

საზოგადოება

ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, ქვეყნი...

ანაკლია

1769945621

მსოფლიო

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტ...

სამგზავრო ავტობუსი

1769943540

სპორტი

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ეროვნულ გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ურთიერთობის გარკვევა ისრაელთან მოუწევს. გუშინ გაიმართა საპლეიოფო წილი...

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები

1769941528

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას

ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...

გურამ მაჭარაშვილი