დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ
პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.
„ცალსახად ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რადგან ელემენტარულად მოსახლეობას, რომელიც ნამდვილად მშვიდობიანი აქციის მონაწილეები იყვნენ, არ მისცეს საშუალება, რომ რომელიმე მხრიდან გასულიყვნენ, ყველა ქუჩა გადაკეტილი იყო, ადამიანებს გასასვლელი არ ჰქონდათ. იმ დღეს იყო საშინელი წვიმა, პირდაპირი მნიშვნელობით ნადირობდნენ ადამიანებზე, სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. სისხლის მდინარეები მოდიოდა, იქ დანდობაზე ლაპარაკი არ იყო“, - იხსნებს დავით ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, 2011 წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველიდან განდევნილი ასეულობით დასახიჩრებული ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიჰყავდათ.
„ამას რა შეიძლება დაარქვა, თუ არა ქართველი ხალხის დასაშინებლად გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რაც დაემართათ მაგ ღამის გამოც, გამოჩნდა 2012 წლის არჩევნებზე“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
1779989347
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ. ის გორში მომხდარ ინციდენტს გამოეხმა...
1779987277
მსოფლიოკონფლიქტი გაეროში - რატომ წყვეტს ისრაელი ურთიერთობას ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან?
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გ...
1779986568
ახალი ამბებიგიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით, შინ...
1779986181
ახალი ამბებითეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი ასწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში, ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ, წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
„ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით - მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ...
1779984246
ახალი ამბებიმანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება, იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
„მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაცია...































