ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლის გათავისუფლებას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპლომატიური ზეწოლის წყალობით, ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლა და ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა „გამარჯვების ფორმულაა“.
„ამას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული დიპლომატიური ზეწოლის წყალობით. ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა. დღეს ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. მან მითხრა: „მე ვალდებული ვარ ისრაელის წინაშე. მე ვალდებული ვარ, განვაგრძო მუშაობა თქვენთან მჭიდრო კოორდინაციით“, რათა მივაღწიოთ ჩვენი ომის ყველა მიზანს: გავათავისუფლოთ ყველა მძევალი და დავამარცხოთ „ჰამასი“. ეს მიზნები ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.
1747061480
საზოგადოებამეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო
ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც...
1747059274
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის
ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...
1747058510
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...
1747057907
სპორტიყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...
1747056857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს
არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღა...