ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა დიპლომატიას, მე მზად ვარ, ჩავიდე თურქეთში, მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმს პირისპირ შეხვედრის წინადადებასთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა თურქეთში ჩასვლისთვის და რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვისგან ჯერ პასუხი არ მიუღია აღნიშნულ წინადადებაზე.
„უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა დიპლომატიას. მე მზად ვარ, ჩავიდე თურქეთში“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს საომარ მოქმედებებს.
„სამწუხაროდ, მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ მიიღო მკაფიო პასუხი რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე. რუსული დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმს პირისპირ შეხვედრის წინადადებასთან დაკავშირებით. ძალიან უცნაური დუმილია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაასრულოს ეს ომი.
„ასე თუ ისე, რუსეთს მოუწევს ამ ომის დასრულება და რაც უფრო მალე, მით უკეთესი“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, უმასპინძლოს ამ შეხვედრას, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ამ პროცესისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ტრამპი სრულად უჭერს მხარს შეხვედრას და გვსურს, რომ მან გამონახოს შესაძლებლობა, ჩავიდეს თურქეთში“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.
1747061480
საზოგადოებამეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო
ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც...
1747059274
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის
ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...
1747058510
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...
1747057907
სპორტიყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...
1747056857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს
არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღა...