დავით მათიკაშვილი – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა
„ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კერძოდ, მათიკაშვილს ჰკითხეს, „საუბარი იყო, თითქოს საწვავი რუსეთისთვის იყო განკუთვნილი. როგორ პასუხობთ ამ სპეკულაციებს?“, რაზეც მათიკაშვილმა აღნიშნა:
„ეს არის იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ სამშვიდობო, შემრიგებლური პოლიტიკისთვის პრობლემების შექმნას, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით აქვს ჩვენს ხელისუფლებას, იგივე აფხაზეთთან დაკავშირებით. ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, იქ გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
საერთოდ რაზეა საუბარი, სადღაც 3-4 ტონა ბენზინზე და სპეკულაციურად, უსირცხვილოდ საუბრობენ, თითქოს ამით რუსული სამხედრო მანქანა ფინანსდება. იმდენად არაადეკვატურია ეს გამონათქვამი, თვითონ თუ სჯერათ, არ ვიცი. ცხადზე ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს: ეს არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „აფხაზეთში საწვავი ჩვენ არ შეგვიტანია, შეიტანა ბიზნესმა. თუ შეგვიძლია, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში“.
1787506689
ახალი ამბებისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა. მატჩი სტუმრებმა ა...
1787503016
მსოფლიორუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვ...
1787500956
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის
„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. მმართველი გუნდის დეპუტატის თ...
1787498203
ახალი ამბებიგიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მთავარი მწვრ...
1787497662
ახალი ამბებილევან ძიმცეიშვილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მიოპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს. ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩე...































