რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.

მინისტრმა აბასთუმნის შემოვლითი გზის, ობსერვატორიამდე მისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აბასთუმნის ურბანული განახლების პროგრამით დაგეგმილი სამუშაოებიც განიხილეს.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში არსებული შეფერხებების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება.

17-კილომეტრიანი შემოვლითი გზის დასრულებით, აბასთუმანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის სრულფასოვანი სატრანსპორტო კავშირი შეიქმნება. პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის.

რთულ რელიეფზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვას. გზის მშენებლობით დაზიანებული ტყის საფარის აღდგენა პარალელურ რეჟიმში დაიწყება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას და ეკოსისტემას, რადგან ზუსტად ეს არის აბასთუმნის და ზოგადად ამ მხარის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენას იმ ადგილებში, სადაც დაზიანებები მოხდა“– აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო ობსერვატორიამდე მისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სპროცესს..

აბასთუმნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ურბანული განახლების პროგრამაც. ტენდერით გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტირებისა და მშენებლობის ხარისხს, რათა ინფრასტრუქტურა იყოს გამძლე და გრძელვადიანი.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ხარისხიანად, იყოს გამძლე და გაუძლოს მრავალ ათეულ წელს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აბასთუმნის განვითარებას ხელს უწყობს კერძო სექტორის მზარდი აქტივობაც. კურორტზე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად აბასთუმნის ახალი ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს აბასთუმნის განვითარებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და კურორტის აღორძინების პროცესის საფუძვლის ჩაყრისთვის.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1787506689

ახალი ამბები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა. მატჩი სტუმრებმა ა...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებ

1787503016

მსოფლიო

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვ...

დიდი ბრიტანეთი

1787500956

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის

„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. მმართველი გუნდის დეპუტატის თ...

დავით მათიკაშვილმა.

1787498203

ახალი ამბები

გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მთავარი მწვრ...

გიორგი ქინქლაძე

1787497662

ახალი ამბები

ლევან ძიმცეიშვილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მიოპოვა

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს. ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩე...

ლევან ძიმცეიშვილი