რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი

 აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და სახელმწიფომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

„დღეს უკვე ახალმა კომპანიამ მიიღო აღნიშნული დავალება. 2027 წლის შემოდგომაზე ეს გზა - 17 კმ-იანი მონაკვეთი უკვე დასრულებული იქნება, რაცც საბოლოო ჯამში ბაღდათის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებას სრულად უზრუნველყოფს.

პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენის, სადაც დაზიანებაა, დაპროექტებას და უკვე განხორციელებასაც.

ასევე ჩვენ დავათვალიერეთ ობსერვატორიასთან მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და იმედი გვაქვს, წელს ეს პროექტი დასრულდება.

ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი, ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ამ კუროროტს ტურისტული თვალსაზრისით ახალი სიცოცხლე შეეძინა“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აბასთუმნის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. უნიკალური კურორტის განვითარების მიზნით, უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, დასრულდა ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურისა და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. აღიჭურვა ახალი გუმბათითა და ტელესკოპით. ასევე, შემუშავდა გენერალური გეგმა და განახლდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. გრძელდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. 16 კმ-იანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის გაგრძელებაა. ასევე მიმდინარეობს, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის რეაბილიტაცია. ივნისში დაიწყო აბასთუმანი-ყანობილის მონაკვეთის მოწესრიგებაც, რომელიც ობსერვატორიასთან მისასვლელ გზას სრულად კეთილმოაწყობს. აბასთუმანში დასრულებულია ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობაც. მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1787506689

ახალი ამბები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა. მატჩი სტუმრებმა ა...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებ

1787503016

მსოფლიო

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვ...

დიდი ბრიტანეთი

1787500956

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის

„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. მმართველი გუნდის დეპუტატის თ...

დავით მათიკაშვილმა.

1787498203

ახალი ამბები

გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მთავარი მწვრ...

გიორგი ქინქლაძე

1787497662

ახალი ამბები

ლევან ძიმცეიშვილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მიოპოვა

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს. ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩე...

ლევან ძიმცეიშვილი