დავით მათიკაშვილი: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია

„უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია და ეს თუ დადასტურდა, იქნება უკიდურესად მძიმე მოცემულობა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გაართულებს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკა ნათელია, ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს საქართველოს, როდესაც ევროპული ფონდები პირდაპირი მნიშვნელობით აფინანსებდნენ რადიკალიზმს, პოლიციელებისთვის ცეცხლის მოკიდებას, პარლამენტის დაწვის მცდელობას და ა.შ.


„თუ აქამდე ევროპული ფონდების უკან ვხედავდით ევრო პარლამენტარებს, რომელთა რეიტინგიც ევროკავშირის შიგნით არის უკიდურესად დაბალი, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის იმ ფონდების საგარეო მნიშვნელობით გათვალისწინებული ფონდებიდან იმ 5 ძირითადი ორგანიზაციის დაფინანსება, რომელმაც საშინელება ჩაიდინა ევროპის ქვეყნებში, ცხადს ხდის რა გამოწვევის წინაშე იდგა საქართველო მაშინ, როდესაც ეს საკმაოდ რთული პროცესები ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ევრო ფონდების დაფინანსებით ხდებოდა ეს და რა სწორი, ადეკვატური და დროული ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, რომელიც გარედან შემოდინებული ფულის გამჭვირვალობის სავალდებულოობას ადგენდა.

ევრო ბიუროკრატია საკუთარ წევრ ქვეყნებსაც არ ინდობს, ისე ფინანსდება რადიკალიზმი ევროპის ქვეყნებში აღმასრულებელი რგოლის მიერ. აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მძიმე მოცემულობით შეივსება, რადგან ზედმეტად დადასტურდება ჩვენი საზოგადოებისთვის ევროკავშირის უკონტროლობა საკუთარ და სხვა ქვეყნებთან მიმართებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793193712

ახალი ამბები

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დანით დაჭრეს. არსებული ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის შესახებ სხვა დეტ...

მკვლელობა ბათუმში

1793193377

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

„ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის მართებულობაზე ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძა...

სოზარ სუბარი

1793193308

საზოგადოება

პაპუაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: რთულია, ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა

შალვა პაპუაშვილი ესპანური მედიის ცნობებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდამჭერ ორგანიზაციებს აფინანსებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1793193129

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5957 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5960 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1793191769

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ