დიმიტრი სამხარაძე: საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს „ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც „ნაცური რეჟიმის“ შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.

მისი განცხადებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში, „ნაცმოძრაობის“ დროს, მკვლელობები, ქონების ჩამორთმევა, რეკეტი და სხვა სახის დანაშაულები, ერთი მეთოდით არის ჩადენილი.

„ბოლო პოსტში ნაცების რეჟიმის დროინდელი მოკლული მოქალაქეების სია გამოვაქვეყნე. მკვლელობების, რეკეტისა და უსამართლობის გარდა, ამ სიიდან კიდევ ის ჩანს, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს ნაცური რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები! 64 მუნიციპალიტეტში მკვლელობები ერთი და იმავე მეთოდით არის ჩადენილი! ქონების ჩამორთმევა, რეკეტი, შეკერილი საქმეები, 64-ვე მუნიციპალიტეტში იდენტურია! განა რამე სიახლეს ვამბობ, მაგრამ უბრალოდ რომ გადახედო, სად, ვინ ჰყავთ მოკლული ან გაუბედურებული, საქართველოს ყველა რეგიონს მიიღებთ. არც დეტექტივობა და არც კრიმინალისტიკა დაგჭირდებათ! ყველგან ატერორებდნენ საკუთარ სახელმწიფოში მყოფ მოქალაქეებს! ქმნიდნენ „ახალ ქართველს“, რომელსაც არაფერი ექნებოდა ქართული! ეს კიდევ ცალკე ისტორიაა“, - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793196165

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

29 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1793195991

საზოგადოება

გიორგი კახიანი: ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ

ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკ...

გიორგი კახიანი

1793194389

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება. ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდე...

ლევან მახაშვილი

1793193712

ახალი ამბები

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დანით დაჭრეს. არსებული ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის შესახებ სხვა დეტ...

მკვლელობა ბათუმში

1793193377

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

„ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის მართებულობაზე ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძა...

სოზარ სუბარი