დავით ქართველიშვილი: ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა საქართველოს მიმართ, ამ ეტაპზე, სტრატეგიული მარცხია „ოპოზიციისთვის“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ შეთანხმებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა საქართველოს მიმართ, ამ ეტაპზე, სტრატეგიული მარცხია "ოპოზიციისთვის".
„მიუხედავად ჩვენი მხრიდან კორექტული რიტორიკისა და ზოგადად, პოლიტკორექტულობისა, სრულიად მისაღებია საუბარი იმაზე, რომ ქართული "ოპოზიციის" დღევანდელი მოლოდინები სრული კრახით დასრულდა. თამამად შეგვიძლია იმ დასკვნების გამოტანა, რომ 15 ივლისის ევროკავშირის მინისტერიალმა არ მიიღო მკაცრი სანქციური გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, ე.წ. უცხოური გავლენის კანონის და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხოდ.
მაქსიმუმ, შეჯერდნენ აბსურდული ხუთი მოთხოვნის შემცველი წერილის მომზადებაზე, რომელსაც ჩვენც ხუთი პუნქტით ვუპასუხებთ - რაში გამოიხატება ე.წ. "ოპოზიციის" ფიასკო:
1. სანქციები არ დაწესებულა
ევროკავშირმა არ დაამტკიცა სავიზო ან ეკონომიკური შეზღუდვები, მათ შორის, ფართო წრის მაღალჩინოსნების მიმართ, რაზეც „ოპოზიცია" და მისი უცხოელი ლობისტები ასე აქტიურად მუშაობდნენ;
2. დასავლეთის სიგნალი იყო ფრთხილი და არა გადამწყვეტი
ბრიუსელი, მკაცრი ნაბიჯების ნაცვლად, მხოლოდ განცხადებებითა და კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური ზომებით შემოიფარგლა, რაც უფრო ხელისუფლების სასარგებლო კომპრომისად აღიქმება და არა - "ოპოზიციის" გამარჯვებად;
3. ეს იყო საიმიჯო მარცხი "ოპოზიციისთვის"
თვეების მანძილზე წარმოებული "უწყვეტი პროტესტის" კამპანიის და ბრიუსელში არაერთი ვიზიტების შემდეგ, შედეგი თითქმის ნულია, რაც არღვევს საზოგადოების ნდობას "ოპოზიციის" ეფექტიანობის მიმართ;
4. ხელისუფლების მხარდამჭერი სოციუმის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა
მმართველ გუნდს ახლა შეუძლია თქვას, რომ "დასავლეთი მხოლოდ იმუქრება, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს", რაც დამატებით არგუმენტად გამოიყენება სუვერენიტეტის გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გასამართლებლად;
5. გარდაუვალია ლიბერალური წრეების დემორალიზაცია
ბრიუსელისადმი იმედგაცრუება და გარე ზეწოლით სასურველი შედეგის მიღწევის უუნარობა ასუსტებს ლიბერალურ ფრთას და მის მობილიზაციის უნარს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ოპოზიციის" ნაწილი უკვე ჩართულია ხელისუფლების "სალეგიტიმაციო" პროცესებში.
შედეგად, 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა, ამ ეტაპზე სტრატეგიული მარცხია "ოპოზიციისთვის", განსაკუთრებით მათ თვალში, ვინც ელოდებოდა ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ და მტკივნეულ რეაგირებას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს არანაირად არ გვაძლევს მოდუნების ფუფუნებას, თუმცა ჩვენი მზადყოფნა უსიამოვნო მოულოდნელობებისადმი არანაირ ეჭვებს არ უნდა იწვევდეს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1752675455
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრ...
1752675239
საზოგადოებავილი სანიოლი: მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი და პოზიტიური ამბავი იყო ქართული ფეხბურთისთვის, გუნდს ბევრ ქულას მოუტანს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. „როდესაც, ნაკრების პირველი ნომერი მეკარე „ლივ...
1752674174
მსოფლიოუკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება უკრაინის უმაღლეს რადაში. კონფლიქტი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის გადადგომის საკითხის განხილვამდე ათი წუთით ადრე დაიწყო. პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტ...
1752673010
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლათს შეხვდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორი...
1752671461
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...