დავით ქართველიშვილი კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებზე: ეს ის „მღვრიე" წყალია, სადაც გლობალური კატაკლიზმების ფონზე, დაინტერესებული მხარეები შეეცდებიან „თევზჭერას", წერტილოვანი ტერორისტული აქტების სახით

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„არც გადამეტებული სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ არც დანაშაულებრივი მოდუნება..." - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და უნგრეთში დაკავებულ 44 წლის მამაკაცზე წერს, რომელიც უნგრეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა მას შემდეგ დააკავეს რაც სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მუქარის შესახებ ვიდეოები განათავსა.
„უკრაინა...ირანი...ისრაელი...ინდოეთი...პაკისტანი და ა.შ. - ეს ის "მღვრიე" წყალია, სადაც გლობალური კატაკლიზმების ფონზე, დაინტერესებული მხარეები შეეცდებიან "თევზჭერას", წერტილოვანი ტერორისტული აქტების სახით, მათთვის სტრატეგიულად "უხერხულ" რეგიონებში, არაა გამორიცხული, რომ პირველ რიგში საქართველოშიც.
მანამდე კი, სლოვაკეთის მერე, ერთი წლის შემდეგ უნგრეთის ჯერი დადგა: ეროვნული საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა "ტოლნას" ოლქის მკვიდრი 44 წლის მამაკაცი დააკავეს, რომლის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს იარაღი, ხოლო სოცქსელში მანამდე მან განათავსა ორი ვიდეორგოლი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მუქარით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების ზომად, მას ამ ეტაპზე ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რეციდივის თავიდან აცილებისა და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის თავიდან არიდების მიზნით. თუ მას დაუმტკიცებენ მკვლელობის მომზადებას - მას ემუქრება 1-დან 5 წლამდე პატიმრობა. რაც შეეხება ჩვენს რეალობას - არც გადამეტებული სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ არც დანაშაულებრივი მოდუნება..." - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
1750165823
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7288 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750165251
მსოფლიოიორდანიის მეფე: ისრაელის თავდასხმა ირანზე ადამიანებს მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის
იორდანიის მეფის, აბდულას განცხადებით, ისრაელის თავდასხმამ ირანზე რეგიონული კონფლიქტი გლობალურ საფრთხემდე გააფართოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „რადგან ისრაელმა საკუთარი შეტევა, ირანის ჩათვლით, გა...
1750164938
საზოგადოებამარნეულის ერთ-ერთი სოფლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, არხში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით...
1750164244
საზოგადოებადავით მათიკაშვილი შაჰინის განცხადებებზე: როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლად წარმოადგინონ
ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთ...
1750163060
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი შაჰინის განცხადებაზე: გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი კი ხელს აფარებენ თაღლითს
ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი შეეხო აშშ-ის სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. ლევან მაჭავარ...