დავით ქართველიშვილი: საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნეს შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში, მაქსიმალური ჰუმანურობით
9 აპრილის გმირების მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნეს შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია.
„საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნეს შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია. ისევე, როგორც ამ ფსიქიატრიულ გადახრებს, მას უნდა კურნავდნენ სტაციონარულ პირობებში: მედიკამენტოზურად და პალატაში რუსული ფილმების სავალდებულო ჩვენებით. შუალედებში შეიძლება, ცივი წლის აბაზანების გამოყენება. ჯერჯერობით კი, სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით. დარწმუნებული ვარ, ჩემს დანახვაზეც - ფსიქიკურად არამდგრადი რუსოფობი, შეპყრობილივით დაიწყებს ყვირილს „რუსო! რუსო!“. სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე, არ უნდა გავაღიზიანოთ. მე მაგალითად ასეთ შემთხვევაში ვაპირებ მათთან კომუნიკაციის დროს, მხოლოდ რუსულ ენაზე გადავიდე. ვინაიდან მათთან ქართულ ენაზე „თავის მართლებას“ აზრი არა აქვს, ხოლო რუსულის აზრზე არ არიან - 112-ის ეკიპაჟის მოსვლამდე საკუთარი მონოლოგებით დავტკბები მაინც“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1775758264
ახალი ამბებიმეუფე შიო: დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება, ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა
„დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვე...
1775757322
მსოფლიოგერმანიის კანცლერი ნატოზე: საკითხს ცივი გონებით უნდა შევხედოთ, არ გვინდა, რომ ირან-აშშ-ს ომის გამო, ნატო ორად გაიყოს
„ჩვენ არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტია და საჭიროა ერთიანობის შე...
1775755482
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს ლიბანთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინტს დაავალა, ლიბანთან მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყონ. „ლიბანის მიერ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების განმ...
1775753348
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი მსოფლიო ბანკის მიმოხილვას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად ფასდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ს...
1775752243
ახალი ამბებიხაშურში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრა...































